სტუ
23/07/2026

სტუ-ის მე-11 კორპუსის ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

753032403_1051304820633510_8238722886690208336_n.jpg

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-11 კორპუსის ტერიტორიაზე, დავით გურამიშვილის გამზირი №17-ში, სადაც განთავსებულია აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტი, ორი, ცალკემდგომი ახალაშენებული ლაბორატორიის მიმდებარედ, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. 

პროექტის ფარგლებში, 850 კვადრატული მეტრის ფართობის ასფალტის საფარი დაიგო,  რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საუნივერსიტეტო სივრცის ინფრასტრუქტურას.

განხორციელებული პროექტი მიზნად ისახავს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარებას და სასწავლო-სამეცნიერო გარემოს გაუმჯობესებას. ახალი საგზაო საფარი უზრუნველყოფს უფრო უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის.

სამუშაოები განხორციელდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ნაძალადევის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტი, მადლობას უხდის ნაძალადევის რაიონის გამგეობას და პირადად რაიონის გამგებელს  ირაკლი ანდღულაძეს, უნივერსიტეტის საჭიროებებისადმი გამოჩენილი ყურადღებისა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განაგრძობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომლებიც უნივერსიტეტის განვითარებასა და სასწავლო გარემოს ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.