საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის მეცხოველეობის საბაკალავრო პროგრამის მეორე და მეოთხე კურსის სტუდენტებმა სასწავლო-პრაქტიკული კომპონენტის ფარგლებში მორიგი ექსპერიმენტი ჩაატარეს.
ექსპერიმენტის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო ფრინველთა კვერცხიდან მოზარდეულის ხელოვნურად გამოსაჩეკ აპარატში (ინკუბატორი) 20-მდე წიწილა და 30-ზე მეტი, ორი განსხვავებული ჯიშის, ჩოჩორი (მწყერის ბარტყი) წარმატებით გამოიჩეკა.
ამ ტიპის პრაქტიკული სამუშაოები სტუდენტებს საშუალებას აძლევს დაეუფლონ თანამედროვე მეცხოველეობის ტექნოლოგიებს, სიღრმისეულად შეისწავლონ ინკუბაციის პროცესი და დააკვირდნენ ფრინველთა განვითარების ეტაპებს კვერცხიდან მოზარდეულობამდე.