საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგარარული მეცნიერებების და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის ახალგაზრდა მეცნიერებმა თამუნა მოდებაძემ და გიორგი ანდიაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაში - The 43rd Annual Meeting of the European Culture Collections’ Organization (ECCO XLIII), მონაწილეობა მიიღეს.
ECCO-ს ყოველწლიური შეხვედრა წარმოადგენს პლატფორმას, სადაც ევროპის წამყვანი კვლევითი ცენტრები და მეცნიერები იკრიბებიან მიკროორგანიზმების კოლექციების, ბიომრავალფეროვნების, ბიოტექნოლოგიისა და ინოვაციური სამეცნიერო მიდგომების განვითარების შესახებ გამოცდილებისა და ახალი კვლევების გასაზიარებლად.