საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლიანა თარგამაძე და სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელი გიორგი მიქიაშვილი სამუშაო ვიზიტით შვედეთის სამეფოში იმყოფებოდნენ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა შვედეთში გამართულ მწვანე ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროში ციფრული სწავლების განვითარების საერთაშორისო EDU-ABCM, EU-ZW და EU-AGM ერთობლივ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. მწვანე ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროში ციფრული სწავლების განვითარების საერთაშორისო შეხვედრა, ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის მხარდაჭერით, უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების (CBHE) კომპონენტის ფარგლებში შვედეთის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში — Kungliga Tekniska Högskolan (KTH) და Mälardalens Universitet (MDU), აგრეთვე, სტოკჰოლმი–ტურკუს ბორანზე გაიმართა.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს გლობალური და თანამედროვე უმაღლესი განათლების სისტემის ჩამოყალიბებას მწვანე ტექნოლოგიების მიმართულებით და უზრუნველყოს პარტნიორებს შორის გამოცდილების, იდეებისა და ინოვაციური ხედვების გაცვლა.