უცხოელი პროფესორების ვიზიტი ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე
11 ივნისს, „ERASMUS+“ თანამშრომელთა მობილობის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტს ეწვივნენ პროფესორები კარლოშ რიბეირო და ხორხე ტავარესი (ბეჟას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია). უცხოელი პროფესორები ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდნენ.
პროფესორმა კარლოშ რიბეირომ პრეზენტაციის სახით, საკუთარი უნივერსიტეტი წარმოადგინა, ასევე, უნივერსიტეტის სტრუქტურა, საგანმანათლებლო პროგრამები და კვლევების ძირითადი მიმართულებები, ისაუბრა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების ურთიერთგაცვლის პირობებსა და შესაძლებლობებზე. მან, ასევე, წაიკითხა სალექციო კურსი: „დაბინძურებული ნიადაგის ფიტორემედიაცია“.
პროფესორმა ხორხე ტავარესმა წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: “ცხოველების მდგრადი წარმოება. 21-ე საუკუნე - გამოწვევები და შესაძლებლობები”. მან სტუდენტებთან საინტერესო ინტერაქტიური ლექცია ჩაატარა და შემდეგ კი, მათ კითხვებს უპასუხა.
შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საკითხები, კერძოდ, სურსათის მეცნიერებისა და გარემოს ინჟინერიის დუალური პროგრამების შექმნის შესაძლებლობა.
დაიგეგმა უცხოელ კოლეგებთან ერთად სამეცნიერო კვლევების ჩატარება და ერთობლივი პუბლიკაციების გამოქვეყნება მაღალრეიტინგულ უცხოურ ჟურნალებში, სტუდენტთა და თანამშრომელთა გაცვლით პროგრამებში უფრო აქტიურად ჩართვა.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.