სტუ
02/06/2025

უცხოელი პროფესორების ვიზიტი ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე

d91f719e-4606-4ae9-bcc7-3e15a93299e6.jpg

21 მაისს, „ERASMUS+ თანამშრომელთა მობილობის კვირეულის ფარგლებში,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტს პროფესორები ვოიცეხ კუიავსკი (ტორუნის ნიკოლას კოპერნიკის უნივერსიტეტი, პოლონეთი) და დოქტორი სენემ იეთგინი (კასტამონუს უნივერსიტეტი, თურქეთი) ეწვივნენ. 

უცხოელი პროფესორები ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ. პროფესორმა ვოიცეხ კუიავსკიმ პრეზენტაციის სახით წარმოადგინა საკუთარი უნივერსიტეტი, თავისი კვლევითი მიმართულება და ასევე, წაიკითხა სალექციო კურსი მემბრანულ ტექნოლოგიაში.

დოქტორმა სენემ იეთგინმა წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: “შეფუთვის ტექნოლოგია და ჯანსაღი საკვების არჩევანი”. 

„შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საკითხები, დაიგეგმა უცხოელ კოლეგასთან ერთად სამეცნიერო კვლევების ჩატარება და ერთობლივი პუბლიკაციების გამოქვეყნება მაღალრეიტინგულ უცხოურ ჟურნალებში, სტუდენტთა და თანამშრომელთა გაცვლით პროგრამებში უფრო აქტიურად ჩართვა“, - აცხადებს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ლიანა თარგამაძე.