სტუ
02/06/2025

ფაკულტეტის პროფესორებმა ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის პროექტში მონაწილეობა მიიღეს

638014a8-dd4d-423f-b0c4-bfcccf8b689e.jpg

12-16 მაისს, სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორებმა თამარ ლოლაძემ და ნანა გეგეშიძემ მონაწილეობა მიიღეს ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ პერსონალის მობილობის პროექტში.

ასოცირებული პროფესორი თამარ ლოლაძე იმყოფებოდა გაზის უნივერსიტეტში (ანკარა, თურქეთი) ადმინისტრაციული მობილობით, ხოლო ასოცირებული პროფესორი ნანა გეგეშიძე ლოძის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, (პოლონეთი) აკადემიური მობილობით.

ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანთან, დეპარტამენტის უფროსთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და დოქტორანტებთან და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან შეხვედრისას თამარ ლოლაძემ მათ გააცნო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უცხოენოვანი პროგრამები, ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ძირითადი მიმართულებები და ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობებზე. 

დაიგეგმა ერთობლივი სასწავლო და სამეცნიერო აქტივობები, მათ შორის მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, დოქტორანტების თანახელმძღვანელობა და სხვა.

d5d10bcd-0ed4-48d7-8975-1e977f8086d8.jpg

ასოცირებული პროფესორი ნანა გეგეშიძე შეხვდა ქიმიური ფაკულტეტის წარმომადგენლებს, პროფესორ ტომაშ მანიეცკის, კოორდინაციული ნაერთების კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელს, ასოცირებულ პროფესორს აგნეჟკა ჩილკოვსკას, სხვა პროფესორ-მასწავლებლებს, დოქტორანტებს, მაგისტრანტებს.

მან უცხოელ კოლეგებს გააცნო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფალულტეტის სტრუქტურა და 
ქიმიის დეპარტამენტის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ძირითადი მიმართულებებს. მობილობის პერიოდსი ქალბატონი ნანა შეხვდა სალვადორის უნივერსიტეტის (ელექტრონიკის ფაკულტეტის) თანამშრომლებს, რომლებიც ასევე მობილობის პროგრამით იმყოფებოდნენ ლოძის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. 

სამეცნიერო თემატიკების გაცნობის და შეჯერების საფუძველზე ასოც. პროფესორ ა. ჩილკოვსკასთან ერთად დაიგეგმა ერთობლივი კვლევები როგორც კომპიუტერული (in silico), ისე ლაბორატორიული (in vitro) მეთოდების გამოყენებით:

  • In silico (კომპიუტერული) კვლევები: ADMET ანალიზი, მოლეკულური დოკინგი.
  • In vitro (ლაბორატორიული პირობებში ჩატარებული) კვლევები: კომპლექსური ნაერთების სტაბილურობის შესწავლა, დნმ-თან ურთიერთქმედების შეფასება.
კოორდინაციული ნაერთების ანტიბაქტერიული აქტივობის შესწავლა.

პროფესორ ტომაშ მანიეცკისთან ერთად დაიგეგმა ორმაგი (ბიმეტალური) კოორდინაციული ნაერთების, როგორც კატალიზატორთა პრეკურსორების შესწავლა ქრომატოგრაფიული და თერმოგრავიმეტრული მეთოდებით; შპინელის ტიპის ნაერთების სინთეზი და მათი კატალიზატორად გამოყენების პერსპექტივა.