საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია პროფესორ გიორგი (გოგი) ჭირაქაძის 90 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ქიმიის მასწავლებლებისა და ქიმიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის აცხადებს ესების კონკურსს „ქიმია და ჩემი ცხოვრება“.
კონკურსის მიზანია ქიმიის მეცნიერების და ქიმიკოსის პროფესიის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა.
კონკურსის სპეციალური ჟიური შეარჩევს საუკეთესო ესეების ათეულს, რომელიც გამოქვეყნდება ჟურნალში „ქიმიის უწყებანი“, ხოლო საუკეთესო ესსეს ავტორს საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია სპეციალური პრიზით დააჯილდოებს.