სტუ
27/10/2024

ნინო მახალდინი თურქეთში, კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა

ankara.jpg

24-26 ოქტომბერს, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაზის უნივერსიტეტში (Gazi University), მულტიდისციპლინალური ჰიბრიდული კონფერენცია “International Conference on Advanced Materials Science & engineering and high tech device applications” (თანამედროვე მასალათმცოდნეობა და ინჟინერია და მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების გამოყენება) ჩატარდა. 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტის YS-23-511 ფარგლებში, საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობის მიზნით, სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტიდან პროექტის ხელმძღვანელი ნინო მახალდიანი იმყოფებოდა. მან მოხსენების „Electrochemical synthesis of Oleic Acid coated Magnetite nanoparticles from water/ethanol media“, სახით კონფერენციაზე წარადგინა განსაზღვრული კვლევის შედეგები. 

კონფერენციაზე წარდგენილი იყო მეორე თემაც, “Electrochemical synthesis and corrosion resistance of Zn@Al2O3 composite coatings“( მომხსენებელი ასოცირებული პროფესორი მარინე დონაძე), ავტორები: მ.დონაძე, ნ.მახალდიანი, ვ. თედიაშვილი ს.ხუციშვილი. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, დამყარდა კონტაქტები მსგავს თემატიკაზე მომუშავე კოლეგებთან.

კონფერენციაში ასევე ონლაინ მონაწილეობდა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ ლოლაძე. მან ორი თემა “Plasma Cutting of High-Strength Non-Metallic Fiber Composite Materials“ და “Amorphous Matrix Nanocomposites in Three-component Manganese-containing Borate Systems”, წარადგინა. 
ოთხივე წარდგენილი თემის მასალები შეარჩიეს უცხოურ რეიტინგულ ჟურნალებში დასაბეჭდად.