საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 13 ფაკულტეტისა და 15 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მკვლევრებმა და სტუდენტებმა ბათუმში მეცნიერების ფესტივალზე - „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის“, მონაწილეობა მიიღეს.
ფესტივალზე, საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტებისთვის დათმობილი 40 სტენდიდან 6-ზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებისა და სტუდენტების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.
სტუ-ის ვიცე-რექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერების წვლილი ახალგაზრდა თაობის მკვლევართა აღზრდაში უსაზღვროდ დიდია. თამარ ლომინაძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტმა ფესტივალის ფარგლებში წარმატებით მიიღო მონაწილეობა გორსა და ქუთაისში გამოფენებზე.