საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე ბაკალავრიატის და მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა.
მათ სწავლის დასრულება ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლიანა თარგამაძემ მიულოცა.
„თქვენს ცხოვრებაში პროფესიის დაუფლების ეტაპი დასრულდა. დგება დრო, როცა მიღებული ცოდნა ქვეყანას უნდა მოახმაროთ. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მოგცათ საშუალება, მიგეღოთ ევროპული სტანდარტის განათლება, რაც თქვენს მომავალს უზრუნველყოფს და რაც, თქვენი მაღალკვალიფიციური კადრად ჩამოყალიბების გარანტიაა.
ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ბაკალავრიატის თუ მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა დიდმა ნაწილმა, სურვილი გამოთქვა სწავლების შემდგომი საფეხური ისევ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტზე გააგრძელოს. წარმატებებს გისურვებთ“, - განაცხადა ლიანა თარგამაძემ.