სტუ
29/10/2024

ვიზიტი 31-ე საჯარო სკოლაში

20241028_110723.jpg

28 ოქტომბერს, საბუნებისმეტყველო  მეცნიერების, კერძოდ - ქიმიის პოპულარიზაციის მიზნით, სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი, აკადემიური დოქტორი ელენე კალანდია თბილისის 31-ე საჯარო სკოლაში  იმყოფებოდა.

მან ამავე უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორთან და აღნიშული სკოლის ქიმიის პედაგოგთან მანანა მათნაძესთან ერთად, მე-8 კლასის მოსწავლეებს სახალისო ექსპერიმენტები აჩვენა.

მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ექსპერიმენტების ჩატარებაში და დიდი ინტერესი გამოიჩინეს ამ საგნის მიმართ.