სტუ
17/12/2024

პროფესორი თამაზ ქარქუსაშვილი სოფელ მჭადიჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

1.jpg

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები აქტიურად თანამშრომლობენ თბილისისა და რეგიონების საშუალო სკოლებთან.

ფაკულტეტზე არსებული სხვადასხვა მიმართულების პროფესორები ხშირად ატარებენ გაცნობით გაკვეთილებს და ლაბორატორიულ სამუშაოებს  სხვადასხვა სკოლებში და ასევე, იწვევენ სკოლის მოსწავლეებს ფაკულტეტზე. 

წელს, დეკემბერში სოფელ მჭადიჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თამაზ ქარქუსაშვილმა ქიმიის გაკვეთილი და ლაბორატორია ჩაატარა, სადაც განსაზღვრეს ხსნარში ნივთიერების რაოდენობა გატიტვრის მეთოდით და აგრძელებენ მუშაობას პროექტზე - „C ვიტამინის რაოდენობრივი განსაზღვრა ახლად გამოწურულ ხილის წვენებში“.