მოსწავლეთა და მასწავლებელთა კონფერენცია "ოქროს რიცხვი - 2024”
19 მაისს, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში გაიმართა მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყოველწლიური რესპუბლიკური კონფერენცია "ოქროს რიცხვი - 2024”.
ნორჩ ქიმიკოსთა კლუბების ქსელში გაერთიანებულმა საჯარო სკოლებმა წარმოადგინეს საინტერესო პროექტები, მათ შორის STEM პროექტებიც. კონფერენციაში მონაწილეობდა 335-მა მონაწილე, მათ შორის სოფელ მჭადიჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი თამაზ ქარქუსაშვილი ხელმძღვანელობდა.
გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სხვადასხვა საჩუქრებით. კონფერენციის მიზანია ქიმიის, როგორც ერთ-ერთი საბუნებისმეტყველო დისციპლინის პოპულარიზაცია, მოსწავლეთა და მასწავლებელთა მომზადება საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად, ამ დისციპლინით დაინტერესებული მოსწავლეების გამოვლენა და მათი ადრეული ასაკიდანვე ჩართვა სამეცნიერო-კვლევით პროექტებში. კონფერენცია ხელს უწყობს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისა და უმაღლესი საგანანმანათლებლო დაწესებულებების თუ ცალკეული სამეცნიერო ცენტრების ინტეგრაციას.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.