სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტს, ERASMUS+ პროგრამის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ლუბლინისა და ლოძის (პოლონეთი) უნივერსიტეტის პროფესორები ეწვივნენ.
პოლონელი სტუმრები ფაკულტეტის პროფესორ მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე, პოლონელმა პროფესორებმა საკუთარი უნივერსიტეტებისა და პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებებისა და კვლევების შესახებ ისაუბრეს.

აგრეთვე, სტუდენტთა მობილობის შესაძლებლობაზე და რამდენიმე პროგრამაზე ისაუბრეს. სტუმრებმა ფაკულტეტის ლაბორატორიები და სალექციო აუდიტორიები დაათვალიერეს.
ამავე შეხვედრაზე, ქიმიის, ეკოლოგიისა და მასალათმცოდნეობის მიმართულებებით, შემდგომი საგანმანათლებლო და სამეცნიერო თანამშრომლობა დაიგეგმა.