სტუ
25/05/2024

ფაკულტეტს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის "ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენელი ეწვია

24 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის "ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენელი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტიდან, ტრენინგის მენეჯერი ომარ ტერტერაშვილი ეწვია.


შეხვედრაზე, რომელსაც ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ლიანა თარგამაძე ესწრებოდა, ქარხნისთვის მეტალურგიის სპეციალისტების საჭიროებისა და მათი გადამზადების პროფესიული პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვების საკითხი განიხილეს.

შეხვედრამ საქმიან ვითარებაში ჩაიარა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემდეგი შეხვედრები დაიგეგმა.