
24 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ლიანა თარგამაძე სს „რუსთავის აზოტი ინდორამას’’ წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას, ასევე, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანი იყო მომავალში მჭიდრო თანამშრომლობა კომპანიასა და უნივერსიტეტს შორის, რაც ითვალისწინებს სს ‘’რუსთავის აზოტი ინდორამაში’’ სტუდენტების სტაჟირებას და შემდგომში, მათ დასაქმებას კომპანიაში.