სტუ
24/05/2024

დოქტორანტი თამარ ჯიბლაძე პალერმოს უნივერსიტეტში სტაჟირებაზე იმყოფებოდა

2023-2024 სასწავლო წლის 14 თებერვიდან 16 მაისამდე, სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი თამარ ჯიბლაძე, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, იტალიის ქალაქ პალერმოს უნივერსიტეტში,  სოფლის მეურნეობის, სურსათისა და მეტყევეობის მეცნიერებათა დეპარტამენტში სტაჟირებაზე იმყოფებოდა.

თამარ ჯიბლაძე დაესწრო კონფერენციას, რომელიც ჩატარდა პალერმოს უნივერსიტეტში 29 თებერვალი - 1 მარტს, ხოლო 14-18 მარტის განმავლობაში იმყოფებოდა ჩეხეთში, ქალაქ პრაღაში Since on Stage-ის მეორე საერთაშორისო შეხვედრაზე.

მოცემული დროის განმავლობაში, პროფესორ ლუჩიანო ჩინქუანტას და კატერინა ლი ციტრას ხელმძღვანელობით, დოქტორანტი აქტიურად იყო ჩართული ექსპერიმენტულ საქმიანობაში და  ჩატარებული ექსპერიმენტული სამუშაოების შედეგების ანალიზზე მუშაობდა. მიღებული შედეგების სტატისტიკური ანალიზის შედეგები გამოსაქვეყნებლად გადაგზავნილია იტალიურ ჟურნალში: „Italian Journal of Food Science“.