სტუ
24/05/2024

სტუ-ის სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

13-20 მაისს, სტუ-ის  სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო კონფერენციის ეგიდით,  ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ექვსივე დეპარტამენტში სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა, სადაც მონაწილეობდა  ექვსი სექცია:

  1.  ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის სექცია;

  2. მასალათმცოდნეობისა და მეტალურგიის სექცია;

  3. ფარმაციის  სექცია;

  4. ქიმიის   სექცია;

  5. სასურსათო პროდუქტების წარმოების ინჟინერიის    სექცია;

  6. გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის სექცია.


ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის სექცია

ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის სექციის კომპეტენტურ ჟიურის წევრებს უმთავრესად ფაკულტეტის პროფესორები წარმოადგენდნენ. ჟიურის წინაშე მოხსენებით  5 სტუდენტი წარდგა, მათგან 1 ბაკალავრი, 3 მაგისტრანტი და 1 დოქტორანტი.  ჟიურის წევრებმა ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის სექციის გამარჯვებული სტუდენტები გამოავლინეს:

ბაკალავრიატი:

I ადგილი - აიდან ფაშაევა

მაგისტრატურა:

I ადგილი - მარიამ გურაშიძე

II ადგილი - ელენე ჩიხლაძე

III ადგილი - ნანა ბუკია

დოქტურანტურა:

I ადგილი - გიორგი ანდრიაძე

 

მეტალურგია-მასალათმცოდნეობის  სექცია

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ბაკალავრიატის შვიდმა და დოქტორანტურის ორმა სტუდენტმა. აღსანიშნავია, რომ ბაკალავრიატის ოთხივე კურსის სტუდენტებმა ს მომზადების კარგი დონე აჩვენეს და სურვილი გამოთქვეს დეპარტამენტის სამეცნიერო მუშაობაში უფრო აქტიურად ჩაერთონ.  ჟიურის შეფასებით გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

 ბაკალავრიატი

I. მარიამ თუმანიშვილი  - II კურსი

II. ნინო კაპანაძე, გიორგი სამხარაძე - I კურსი (წარმოადგინეს ერთი თემა)

III. ნიკოლოზ კირვალიძე- III კურსი.

 მომზადების მაღალი დონე გამოავლინეს დოქტორანტებმა სალომე გვაზავამ და მიხეილ ტაბატაძემ. სალომე გახლავთ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ 2023 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული, ხოლო მიხეილი არის RMG GOLD - სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებული.

ორივე დოქტორანტმა წარმოადგინა მეტად საინტერესო და აქტუალური თემატიკა. შეიძლება ითქვას, რომ გამოავლინეს ჩამოყალიბებული მკვლევარების თვისებები.


ფარმაციის  სექცია  

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ფარმაციის დეპარტამენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ,,ფარმაცია“ 7 სტუდენტმა და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ,,ფარმაცია“ 7 სტუდენტმა.

             კონფერენციაში გამარჯვებულები არიან შემდეგი სტუდენტები:

ბაკალავრიატი

I ადგილი- გზირიშვილი ია, სამსონაშვილი მანანა

II ადგილი - ალეკბეროვა ილახა, კარაევა გიუნელი 

III ადგილი - მაისურაძე გიორგი

მაგისტრატურა

I ადგილი- კორკოტაშვილი მარიამი

 II ადგილი - ნიკურაძე ნინო

III ადგილი  - ხუსკივაძე თათია    


ქიმიის   სექცია

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სწავლების სამივე საფეხურის - ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებმა. სტუდენტებმა მოხსენებების სახით წარმოადგინეს მათ მიერი შესრულებული როგორც თეორიული, ასევე, ექსპერიმენტული სამუშაოები და გამოავლინეს მომზადების მაღალი დონე. ჯიურის წევრების შფასებით საპრიზო ადგილები შმდეგნაირად გადანაწილდა:

ბაკალავრიატი

I ადგილი - თამარ ჩაგუნავა

II ადგილი - გიორგი გაჩეჩილაძე, სალომე შავაძე

III ადგილი - ილონა შეყილაძე, მზია გოგიაშვილი

მაგისტრატურა

I ადგილი - ლუკა გოგიჩაშვილი

II ადგილი - ნინო დავითაშვილი

III ადგილი - რუსუდან ზედგინიძე

დოქტორანტურა

I ადგილი - თამარ კენჭოშვილი

აღსანიშნავია, რომ სექციის მუშაობაში, მოწვეული სტუმრების სახით, მონაწილეობა მიიღეს კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახალქალაქის საჯარო სკოლის და ქუთაისის 5-ე საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა, რომლებმაც  ძალიან საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს.  სტუმრებს საპატიო სიგელები გადაეცათ.

 

 სასურსათო პროდუქტების წარმოების ინჟინერიის    სექცია

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ბაკალვრიატის ექვსმა სტუდენტმა, რომლებიც      ჟიურის წინაშე მომზადების მაღალი  დონით წარდგნენ და განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს. საბოლოოდ, გამარჯვებულები გახდნენ:

I  ადგილი  - ქეთევან კეკელია -  თემით „ქინოა პურის ტექნოლოგიაში“ (ხელმძღვანელი როზა ხუციშვილი)

II ადგილი - მაკა ტკაჩენკო - თემით „ქართული ნედლეული საკონდიტრო ტექნოლოგიაში“ (ხელმძღვანელი როზა ხიციშვილი)

III ადგილი - ქეთევან კიკოლაშვილი თემით „ არის თუ არა დაკონსერვებული და გაყინული პროდუქტი ჯანსაღი საკვები“  (ხელმძღვანელი ეთერ სადაღაშვილი).

გარემოსდაცვითი ინჟინერიის    სექცია

საკონკურსო სამუშაო სხდომაზე მოისმინეს ბაკალავრიატის საფეხურის ხუთი სტუდენტის საპრეზენტაციო მოხსენებები, ავტორთა  მიერ შერჩეული თემატიკის ირგვლივ.

 ეს სტუდენტები წარმოადგენდნენ სტუ-ის 4 სხვადასხვა ფაკულტეტს: მთის მდგრადი განვითარების, ენერგეტიკის, სამშენებლო და ქიმიური ტენოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტებს.  სტუდენტთა მიერ მომზადებული ყველა საპრეზენტაციო ნამუშევრის მოსმენის შემდეგ, სექციის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ჯიმშერ ქერქაძემ  დამსწრე საზოგადოებას გააცნო 5 წევრისაგან შემდგარი საკონკურსო ჟიურის მიერ  მიღებული შემაჯამებელი საბოლოო შედეგები:

I ადგილი მიეკუთვნა  მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტ ანა შაორშაძეს,  თანამედროვე ყოფით პრობლემატიკაზე გათვლილი მეტად აქტუალური ნაშრომისათვის ”ბიოდეგრადირებადი პლასტმასები”;

II ადგილი დაიკავა ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტმა ნიკოლოზ ნემსიწვერიძემ, რომლის ნაშრომი ”ომი და გარემო”  სხვებისაგან თემატური ორიგინალობით  იყო გამორჩეული.

III ადგილზე გავიდა ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტი ნინო ტერაშვილი ნაშრომით ”გაუჩინარებული მტკნარი წყლის საძებნელად” რომელშიც ინფორმაციული ხასიათის არაერთი ტექნოლოგიური სიახლე იყო წარმოდგენილი. 

საკონკურსო ჟიურის თავმჯდომარემ პროფესორმა დიმიტრი ერისთავმა, შეფასებისას განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ყველა პრეზენტატორის მომზადების მაღალ დონეს და ჟიურის წევრთა მიერ დასმულ კითხვებზე დისკუსიის თამამად წარმართვის უნარს. მან ყველა მონაწილეს უსურვა შემდგომი წარმატებები როგორც სასწავლო პროცესის მსვლელობისას ჩვენ საუნივერსიტეტო სივრცეში, ასევე პირად ცხოვრებაშიც.

სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია ახალგაზრდებს დახმარებას უწევს მკვლევარის უნარ-ჩვევების გამოვლენაში და სტუდენტს სამეცნიერო მუშაობის დიდ გამოცდილებას სძენს. უნდა აღინიშნოს, რომ სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო კონფერენცია ფაკულტეტზე მაღალ დონეზე ჩატარდა და  საუკეთესო მოხსენებები გამოვლინდა.