სტუ
02/03/2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ფალავანდიშვილმა მონაწილეობა მიიღო 11 თებერვალს, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გამართულ მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი რიგით მეორე ღონისძიებაში თემაზე - „ჩემი მთავარი სამეცნიერო მიღწევა“

 ღონისძიების ფარგლებში საქართველოში მოღვაწე მეცნიერმა ქალებმა წარმოადგინეს საკუთარი უმთავრესი სამეცნიერო მიღწევის შესახებ პრეზენტაცია და გაგვიზიარეს თუ რა იყო მოტივატორი ამ კვლევის დაწყებისა. 

 ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორმა ქალბატონმა ნინო პავლიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცა მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე და აღნიშნა, რომ ბიბლიოთეკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს მეცნიერების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია წარმოადგენს. 

 ღონისძიაბაზე ასევე მისასალმებელი სიტყვით წარდგა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქალბატონი ნუნუ მიცკევიჩი. 

 შეხვედრას ესწრებოდნენ "ჰორიზონტი ევროპა" საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლები, ქალბატონი ნინო ინასარიძე და ქალბატონი თეონა მაისურაძე, რომლებმაც მეცნიერ ქალებს გაუზიარეს ინფორმაცია კვლევის დაფინანსებისა და შესაძლებლობების შესახებ


სიახლეებში დაბრუნება