სტუ
23/12/2022

სტუდენტთა საყურადღებოდ!

2022-2023 სასწავლო წლის I სემესტრში ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე (გრაფიკზე) გადაყვანის მსურველმა სტუდენტებმა,  ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიების შესაბამისად,   წარმოადგინეთ საბუთები ფაკულტეტის დეკანატში

2023 წლის 15 იანვრამდე.

ინდივიდუალურ გრაფიკზე შესაძლებელია გადაყვანილ იქნენ შემდეგი კატეგორიის სტუდენტები:

  • ჯანმრთლელობის პრობლემის მქონე, ფეხმძიმე ან მცირეწლოვანი ბავშის დედა; სამხედრო მოსამსახურე;

  • საქართველოს სახელით ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო, ევროპის ჩემპიონატის და სხვა საერთაშორისო შეჯიბრებების მონაწილე;

  • სტუ-ს ნაკრების წევრი;

  • სტუ-ს შემოქმედებით ან სახელოვნებო წრეში (თეატრი, კაპელა, ქორეოგრაფიული
    ანსამბლი, კვარტეტი, და ა.შ) გაერთიანებული სტუდენტი, რეკომენდებული სოციალურ
    საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენის მიერ;

  • მხოლოდ სწავლების  III და IV წლის სტუდენტები, რომლებიც არიან თბილისში განლაგებულ დაწესებულებაში, როგორც წესი, პროფილით/სპეციალობით და სხვა სტრუქტურაში (მუნიციპალიტეტში, სამინისტროში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში) დასაქმებული (გარდა სახელმწიფოს მიერ 100%-ით დაფინანსებული პროგრამების სტუდენტისა), სტუ-ს რეკომენდაციით სტაჟირებაზე მყოფი;

  • სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) და ფაკულტეტის საბჭოს წევრი
    სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი;

წარსადგენი დოკუმენტაცია:

  1. განცხადება სტუ-ს რექტორის სახელზე;

  2. პირადობის ასლი;

  3. კატეგორიის შესაბამისი ცნობა.



სიახლეებში დაბრუნება