სტუ

2007 წელს ფაკულტეტების გაერთიანების შემდეგ, მეტალურგიის ფაკულტეტი ჩამოყალიბდა, როგორც „მეტალურგიის, მასალათმცოდნეობისა და ლითონების დამუშავების“ დეპარტამენტი, რომელსაც 2021  წლამდე ხელმძღვანელობდა პროფესორი დ. ნოზაძე, ხოლო 2021 წლიდან ფიზიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი ზურაბ საბაშვილი. მისამართი: ოთახი 512, X სასწავლო კორპუსი, ტელეფონი: 0322 77 11 11 (7364), ელ ფოსტა: z_sabashvili@gtu.ge

დეპარტამენტში მოღვაწეობს 8 პროფესორი, 11 ასოცირებული პროფესორი და 3 ასისტენტ-პროფესორი.

დეპარტამენტის შესაბამისი მიმართულებებია:

დეპარტამენტში ფუნქციონირებს ორი საგანმანათლებლო პროგრამა: „მეტალურგია“ და „მასალათმცოდნეობა“. 2021 წელს ორივე პროგრამის სამივე საფე­ხურზე: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა, მიიღო შვიდწლიანი აკრედი­ტაცია.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აკადემი­ური პერსონალის მიერ გამოქვეყნდა სამ ათეულზე მეტი მონოგრაფია, ხუთ ათეულზე მეტი სახელ­­­მძღვანელო, ასევე ლექციების კურსის ელექტრონული ვერსიები, დამხმარე სახელმძღვანე­ლოები, პატენტები და სხვ.

ჭიათურის საბადოს რაციონალური გამოყენების, მისი ექსპლუატაციის ვადის გახან­გრძლი­ვებისა და გარემოს ეკოლოგიური გაჯანსაღების მიზნით ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტა­ლურგიის ფაკულტეტის დეკანისა და „მეტალურგიის, მასა­ლათ­­­­­მ­ცოდნე­ობისა და ლითონების დამუ­შა­ვების“ დეპარტამენტის პროფ. ნ. წერეთ­ლის მიერ მანგანუმის ღარიბშემცველი მასალე­ბი­საგან პირველად იქნა დამუშავებული და დანერ­გი­ლი „სპეცკონცენტრატებისა“ და „სპეც­პრო­დუქ­ტების“ მიღებისა და მათგან შესაბამისი მანგანუ­მიანი ფეროშენადნობების გამოდნო­­ბის ეფექ­­ტური და ეკონომიკურად მომგებიანი ტექნოლოგიები, რომლებზეც გაცემუ­ლია  პატენტები: P 3370; P 3469; P 6255; P 6558. ოთხივე პატენტი  იყიდა  „ჯორჯიან მანგანეზმა“ (2012 და 2020 წწ.).

პროფ. მ. ოქროსაშვილის ხელმძღვანელობით, დეპარტამენის მეცნიერების მიერ პირვე­ლად შემუშავდა ელექტრონული სხივით ლითონის აორთქლებისა და ორთქლის ნაკადის შემდგო­მი კონდენსაციის გზით რენტგენოსტუქტურულად ამორფული, ნანოკრისტალური აგე­ბუ­­­­ლე­ბის ფხვნილთა მიღების ტექნოლოგია (ნანომეტრული განზომილების ფხვნილთა მიღების ხერხი. პატენტი P 4876).

მ. ოქროსაშვილის ხელმძღვანელობით შემუშავებულია ორთქლის ნაკადის კონდენსაციისა და რეაქტიული დიფუზიის მიმდინარეობის  გზით ფაზათა წარ­მოქმნის მექანიზმები; მოწვის დროს მიმდინარე გარდაქმნები არაწონასწორულ კონდენ­სი­რებულ ფირებში; ფუძეშრის ზედაპირის ბუნების გავლენა კონდენსატის სტრუქტუ­რასა და ფაზურ შედ­გე­ნილობაზე. მიღებული შედეგები მოხსენებული და გამოქვეყნებულია საერთა­შო­რისო კონფე­რენ­ციებზე ქ. სიეტლში (აშშ, 2006 წ.), ქ. ჰანოვერში (გერმანია, 2007 წ.),  ქ. ტულუზაში (საფრან­გე­თი, 2007 წ.); ქ. ზაკოპანეში (პოლონეთი, 2019 წ.); ქ. თბილისში (საქართველო, 2019 წ.);  ქ. მინსკში (ბელარუსი, 2020 წ.).