საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და გერმანიის ზაარბრიუკენის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს შორის ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის, ქართველი სტუდენტების მხარდაჭერისთვის, 2019 წლის 16 მაისს ზაარბრიუკენის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორ ვილჰემ ჰაუზერს მიენიჭა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი.
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე მოწვეულ იქნა პროფესორად ვილჰელმ ჰაუზერი საჯარო ლექციების წასაკითხად 2021 წლის 26 ოქტომბრიდან 2022 წლის 26 ოქტომბრამდე.
პროფესორი ვილჰელმ ჰაუზერი 2022 წლის 1 ოქტომბრიდან ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე იკავებს მოწვეული პროფესორის (ინგლისური) თანამდებობას 2023 წლის 1 აგვისტომდე.