სტუ

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სამართალმემკვიდრეა, რომელიც თავის მხრივ ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის სამართალმემკვიდრე იყო და ის სტუ-ში 1992 წელს დაარსდა. ფაკულტეტის პირველი დეკანი პროფესორი ალეკო ცინცაძე იყო, 2005-2006 წლებში ფაკულტეტს ხელმძღვანელობდა პროფესორი ქეთევან ქოქრაშვილი, ხოლო 2006 წლის დეკემბრიდან ფაკულტეტის დეკანის პოზიციაზე პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე აირჩიეს.

სტუ-ის 2016 წლის 24 მაისის #82 ბრძანებით ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა სამი ფაკულტეტი.

კონცეფცია რასაც დაეფუძნა ფაკულტეტი, თავის დროზე ნოვაციური იყო, რადგან მთლიანად ორიენტირებული იყო და არის საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზრის მოთხოვნაზე. 

 ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი ახორციელებს სწავლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს.

ბაკალავრიატი: საჯარო მმართველობა; ბიზნესის ადმინისტრირება ;ბიზნესის ადმინისტრირება (რუსულენოვანი); საბანკო და საფინანსო ტექნოლოგიები; სასტუმრო მომსახურება.

მაგისტრატურა: ბიზნესის ადმინისტრირება; ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი); საბანკო პროცესების მართვა; საჯარო მმართველობა; საჯარო მმართველობა (რუსულენოვანი); სასტუმრო მომსახურების მართვა. 

დოქტორანტურა: ბიზნესის ადმინისტრირება; საჯარო მმართველობა. 

ფაკულტეტს აქვს თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნების შესაბამისი სტრუქტურა – აკადემიური დეპარტამენტები, სასწავლო ლაბორატორიები და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები.

ბიზნესის ადმინისტრირების აკადემიური დეპარტამენტი  აქტიურად აგრძელებს მუშაობას ყველა საფეხურის სასწავლო პროგრამების სრულყოფაზე და გათვალისწინებული აქვს ახალი საბაკალავრო და სადოქტორო ინგლისურენოვანი პროგრამების დამუშავება. XXI საუკუნის დასაწყისში საქართველოში განვითარებულმა საზოგადოებისა და ეკონომიკის ცვლილებების გლობალურმა პროცესებმა აუცილებელი გახადა ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის მართვისა და სწავლების ორგანიზაციის ეფექტიანი მეთოდების დამუშავება, საბაზრო ეკონომიკის შესაბამისი მენეჯმენტის განხორციელება. დეპარტამენტში ხორციელდება კვლევები, რომლებიც ეხება მენეჯმენტის ახალ დარგებს: ეთნომენეჯმენტი, ენტროპიის მენეჯმენტი, სინერგეტიკის მენეჯმენტი...

საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტი მიზანია ფინანსებისა და საბანკო საქმის სფეროების და ინოვაციური მეთოდების გამოყენების უნარების მქონე, კონკურენტუნარიანი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტებისა და მკვლევრების მომზადება. დეპარტამენტში სასწავლო პროცესს წარმართავენ ღვაწლმოსილი პროფესორები და პრაქტიკოსი ბანკირები.

საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტი აქტიურად არის ჩართული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობაში. პროფესორ-მასწავლებლების მაღალი კვალიფიკაცია, საქმიანი, კოლეგიალური ატმოსფერო ყველა პირობას უქმნის სტუდენტებს თვითრეალიზებისა და საფუძვლიანი ცოდნის მიღებისთვის. დეპარტამენტს გააჩნია საჯარო მმართველობის საუნივერსიტეტო განათლების კონცეფცია, სადაც განხილული და დასაბუთებულია საჯარო მმართველობის სწავლების აუცილებლობის საკითხები.

ტურიზმისა და მარკეტინგის აკადემიურიდეპარტამენტი დაარსდა 2021 წელს. სტუ-ის მისიიდან გამომდინარე, დეპარტამენტის მიზანია კონკურენტუნარიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტების და მკვლევარების მომზადება.

სასტუმრო მომსახურების საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საწარმოო პრაქტიკის მაღალ დონეზე ჩატარებას თბილისის სასტუმროებში.

საბუღალტრო აღრიცხვის, ანალიზის და აუდიტის აკადემიურიდეპარტამენტი ფუნქციონირებას შეუდგა 2021წელს. კომპეტენციის შესაბამისად მონაწილეობს ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაში; თანამშრომლობს სტუდენტებთან, დამსაქმებლებთან და პროფესიულ ორგანიზაციებთან.

მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია „საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციასთან“ ურთიერთობა. მემორანდუმის საფუძველზე გადმოგვეცა სახელმძღვანელოები და ჩვენთან ნასწავლი სასწავლო კურსები ბაფ-ში სწავლის გაგრძელების მსურველებს ჩაბარებულად ჩაეთვლებათ.

საბანკო ტექნოლოგიების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, რომელიც პროფესორ ზურაბ ჩხაიძის სახელს ატარებს, ჩამოყალიბდა 2010 წლის 1 მარტს საფინანსო და საბანკო საქმის მიმართულებასთან, ერთ-ერთი კომერციული ბანკის დახმარებით. ლაბორატორიაში შექმნილი თანამედროვე საბანკო დაწესებულებების სრული მოდელი და საბანკო ინფრასტრუქტურის ავტომატიზებული მართვის სისტემა, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ რეალურ სისტემაში პრაქტიკულად განახორციელონ სხვადასხვა საბანკო ოპერაციები. ლაბორატორიის ხელმძღცვანელია ბიზნესის ადმინისტრირების აკადემიური დოქტორი ზურაბ ჩხაიძე.

ადგილობრივი თვითმმართველობის კვლევის ლაბორატორია 2012 წლიდან ფუნქციონირებს. შექმნის დღიდანვე ლაბორატორიის საქმიანობა წარიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემების კვლევის მიმართულებით, რაც ფრიად აქტუალური და მნიშვნელოვანია თანამედროვე ვითარებაში. ლაბორატორიის უმთავრეს ამოცანაა მეცნიერულად გაანალიზებული და კვლევის თანამედროვე მეთოდიკის გამოყენებით ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემების შესწავლა, ანალიზი და ამ პრობლემების გადაჭრის რეკომენდაციების შემუშავება, ასევე მომავალი საჯარო მოხელეების სათანადო ცოდნით აღჭურვა. ლაბორატორიის ხელმძღვანელია პროფესორი შოთა დოღონაძე.

ბიზნესის და სამართლის ინსტიტუტი ახორციელებს ფაკულტეტის მაგისტრალურ კონცეფციას, რომლის ფარგლებშიც მუშავდება ბიზნესის ჰუმანიზაციის და სოციალიზაციის თეორიულ-გამოყენებითი პროექტები. ამ თემატიკით მომზადებულია არაერთი საკვალიფიკაციო ნაშრომი. ინსტიტუტი აქტიურად ახორციელებს ინტერნაციონალიზაციის პროგრამას.დასახული ამოცანების განსახორციელებლად ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობს პრობლემით დაინტერესებულ სახელმწიფო ინსტიტუციებთან, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კონკრეტული თემატიკით დაინტერესებულ როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ სპეციალისტებთან.

ინსტიტუტის კვლევით მუშაობაში აქტიურად არიან ჩართული სამივე საფეხურის სტუდენტები. კვლევების შედეგები სათანადოდაა ასახული ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციების მასალებში, პერიოდულ გამოცემებში, მონოგრაფიებში, ძირითად და დამხმარე სახელმძღვანელოებში.

ინსტიტუტს ხელმძღვანელობს მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ანზორ აბრალავა.

საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტი 2017 წელს შეიქმნა სტუ-ის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს ერთობლივი დადგენილებით. მისი მიზანია საჯარო მმართველობის სფეროში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და კვლევების განხორციელება ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ფორმირების სირთულეების დასაძლევად.

ინსტიტუტის კვლევითი აქტივობები სამ ძირითად მიმართულებაზეა ფოკუსირებული:

ინსტიტუტმა ორგანიზება გაუკეთა კვლევისა და სწავლების პროცესში სპარინგის ახალი მეთოდის გამოცდას. სპარინგის მიზნია: ტექნოლოგიების მოძიებისა და პრობლემის გადაწყვეტისათვის მმართველოობითი ხასიათის ფსიქოლოგიური და ტაქტიკური ჩვევების გაღრმავება, მოდელების შექმნაში კოორდინაციისა და თანამშრომლობის ამაღლება, ცოდნის ინტეგრირებისა და ეკოლოგიასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების მართვის უნარების რეალიზაცია. განხორციელდა სპარინგის მოსამზადებელი სამუშაოები, დაიწყო დანერგვაზე ორიენტირებული ტექნოლოგიების მოძიება, ჩატარდა ტრენინგები სპარინგში მონაწილე პროექტის შექმნის თაობაზე.

ინსტიტუტის ხელმძღვანელია მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი.

“ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი” ახორციელებს საგანმანათლებლო და პრაქტიკულ საქმიანობას. ის კრეატიული, თავისუფალი და ლიდერული აზროვნების პლატფორმაა. ცენტრის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მოსწავლეთა ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლება, სამეწარმეო უნარის დაუფლების გზით თვითრეალიზაციის მოტივაციის ამაღლება, სამეწარმეო საქმიანობის არსის გაცნობიერება და პოპულარიზაცია. ბიზნეს კონფერენციების, ბიზნეს ოლიმპიადების და ბიზნეს კონკურსების ორგანიზების გზით ფაკულტეტის ცნობადობის ამაღლება.

ცენტრს ხელმძღვანელობს პროფესორი მერაბ მიქელაშვილი.