სტუ
01

ისტორია

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (1995 წელს) პირველად, შეიქმნა საჯარო მმართველობის (სახელმწიფო მართვის მოხელე) სპეციალობა, რომლის სამართალმემკვიდრე ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტია. ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტს აქვს 30 წლოვანი გამოცდილება და დღეისათვის სამი საფეხურის: საბაკალავრო; სამაგისტრო და სადოქტორო სასწავლო პროგრამა ფუნქციონირებს.

02

სახელმწიფო და სახელობითი სტიპენდიები

მსახელმწიფო სტიპენდიის გარდა ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტებისთვის დაწესებულია სამი სახელობითი საფაკულტეტო სტიპენდია: ნიკო ნიკოლაძის; აკაკი ხოშტარიას; დავით სარაჯიშვილის.

03

კურსდამთავრებულები ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები ხდებიან

ფაკულტეტის წარჩინებული კურსდამთავრებულები ჩვენი ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები ხდებიან.

04

უცხოელი პროფესორების ინტენსიური საჯარო ლექციები

ფაკულტეტზე უცხოელი პროფესორების მიერ საჯარო ლექციები ინტესიურად ტარდება

05

ცნობილი სახეები ფაკულტეტზე

ფაკულტეტის სტუდენტებს შორის, სპორტისა და ხელოვნების სფეროს ბევრი წარმატებული წარმომადგენელია.

06

გაცვლითი პროგრამები

Erasmus + გაცვლით პროგრამაში ფაკულტეტი პროფესორ-მასაწავლებლების და სტუდენტების გამარჯვებულთა რაოდენობით მოწინავე ადგილზეა.

07

თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ლაბორატორიები

თანამედროვე ინფრასტრუქტურა - აუდიტორიები აღჭურვილია მულტიმედია პროექტორებით და აუდიო ვიდეო ტექნიკით; ლაბორატორიები - უახლესი კომპიუტერული ტექნიკით; ბიბლიოთეკა - თანამედროვე ლიტერატურით (როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული, სტუ დარეგისტრირებულია პროექტში „ელექტრონული ინფორმაცია ბიბლიოთეკებისთვის“ კონსორციუმის წევრად და გვაქვს წვდომა სხვადასხვა ელექტრონულ რესურსზე).

08

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტს წამყვანი პოზიციები უკავია Google -ის საძიებო სისტემაში:

  • „დარგთაშორისი კვლევა“ (საძიებო სიტყვები) - სტუ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის დოქტორანტ ქეთევან კანდელაკის - ქალაქ თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ეფექტურობის მათემატიკური სტატისტიკის მეთოდით გათვლის შედეგები პირველ ადგილზეა; 
  • „საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევები“ (საძიებო სიტყვები) – დაწინაურებულია ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც ახორციელებს კვლევებს ინოვაციური სახელმწიფო სერვისებისა და  ტექნოლოგიების მართვის, ელექტრონული მმართველობის პოლიტიკის იმპლიმენტაციის, საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის მოდელების შემუშავების მიმართულებით.

09

„სამეცნიერო სპარინგი“ - დამწყებ მკვლევართა „შეჯიბრი/ვარჯიში“

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე პირველად დაინერგა „სამეცნიერო სპარინგი“, როგორც მეცნიერთა და დამწყებ მკვლევართა „შეჯიბრი/ვარჯიში“ დარგთაშორის კვლევებში ტაქტიკური ჩვევების გაღრმავების მიზნით. მეცნიერთა პირადი გამოცდილება (backgrounder) და ტრანსფერული უნარების ათვისება საშუალებას იძლევა საზოგადოებისთვის შესამჩნევი გახდეს სამეცნიერო პროდუქტი, ხოლო სამეცნიერო აზროვნება - მეტად კომუნიკაბელური.

10

კვლევები, რომელიც ეხება მენეჯმენტის ახალ მიმართულებებს

ბიზნესტექნოლოგიების ფაკუტეტზე ხორციელდება კვლევები, რომელიც ეხება მენეჯმენტის ახალ მიმართულებებს:

  • ეთნო მენეჯმენტი;
  • ენტროპიის მენეჯმენტი;
  • სინერგეტიკული მენეჯმენტი;
  • ექსტრიმ მენეჯმენტი.