სტუ

სტუდენტური სერვისების ადმინისტრატორი კოორდინაციაშია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისების ცენტრთან, საზოგადოებასთან ურთიერთობის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტთან

კულტურის განყოფილება

შეიმუშავებს და განსაზღვრავს უნივერსიტეტის კულტურის სტრატეგიას, კორდინაციას უწევს უნივერსიტეტში არსებულ კულტურურულ-თვითშემოქმედებით ჯგუფებსა და ანსამბლებს.

სპორტის განყოფილება

შეიმუშავებს და განსაზღვრავს უნივერსიტეტის სპორტის სტრატეგიას, კორდინაციას უწევს უნივერსიტეტში არსებულ სპორტულ ჯგუფებს.

სტუდენტური სერვისების ადმინისტრატორი ღიაობის პრინციპის დაცვით უნივერსიტეტის მმართველობაში სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის ჩართულობის მექანიზმის დახვეწის მიზნით პერიოდულად აწყობს შეხვედრებს სტუ-ს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან, მუდმივად ხდება სტუდენტებთან შეხვედრები, მათი უნარებისა და შესაძლებლობების შესწავლა. 

სტუდენტური აქტივობების, სტუდენტური ორგანიზაციების მიერ შემუშავებული პროექტებისა და იდეების კოორდინაციის და შესაბამის სტრუქტურებთან მათი ინტერესების დაცვის, სტუდენტური თვითშემოქმედების საუნივერსიტეტო „ოლიმპიადების“ ჩატარების, (საუკეთესო ფაკულტეტის მიზნით) მიზნით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2017 წლიდან ყოველწლიურად ტრადიცულად ეწყობა შიდა საუნივერსიტეტო სტუდენტური დღეები რომელსაც ყოველ წელს აქვს შესაბამისი დევიზი, 2017 წელს ვიზალიბერალიზაციის მიღების აღსანიშნავად სტუდენტური დღეები ჩატარდა დევიზით „ჯანსაღი ცხოვრებით ევროპისკენ“, 2018 წელს სტუდენტური დღეები მიეძღვნა დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლის იუბილეს და სიმბოლურად 100 დღის განმავლობაში ჩატარდა 100 ღონისძიება სპორტის, კულტურის, საგანმანათლებლო და ინტელექტუალური მიმართულებით რომელშიც ჩართული იყო სტუ-ს ყველა ფაკულტეტის სტუდენტი. 2019 წელს სტუდენტური დღეების დევიზი იყო „ჯანსაღი ცხოვრებით ჯანსაღი გარემოსთვის“ 

სტუდენტური სერვისების ადმინისტრატორი ხელს უწყობს ხელოვნებისა და სპორტის სახეობებში არსებული სტუდენტური კლუბების განვითარებას და ახალი კლუბების ჩამოყალიბებას, ყოველსემესტრულად ცხადდება მიღება სპორტულ ჯგუფებსა და კულტურულ ანსამბლებში, ტექნიკურ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს შემდეგი:

სპორტული გუნდები: მინი ფეხბურთი; კალათბურთი ვაჟები; კალათბურთი გოგონები; ფრენბურთი ვაჟები; ფრენბურთი გოგონები; ხელბურთი; რაგბი; საბრძოლო კლუბი, ბადმინტონი, მაგიდის ჩოგბურთი

კულტურული ანსამბლები და ჯგუფები: ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“; თეატრ-სტუდია „მოდი ნახე“; სტუ-ს ვაჟთა კაპელა; მხიარულთა და საზრიანთა კლუბი; გოგონათა ანსამბლი „ქალდეა“ჯგუფი „მედიატორი“.

სტუდენტური სერვისების ადმინისტრატორი

ლევან კალანდია - 558 781 963
მისამართი: VI სასწავლო კორპუსი, ოთახი 719ბ
სპორტის მიმართულების კოორდინატორი:
სალომე არევაძე ტელ: 557-57-13-21