სტუ

2014 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე შეიქმნა სასურსათო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელი დღემდე არის სსმმ აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი გურამ ტყემალაძე.

დეპარტამენტის მიზანი და ამოცანები

დეპარტამენტში სწავლის პროცესში ჩართულია სამივე საფეხურის სტუდენტები.

დეპარტამენტის მიზანია მოამზადოს სასურსათო ტექნოლოგიის დარგის სპეციალისტები, რომლებსაც ეცოდინებათ სასურსათო ტექნოლოგიაში პურ-პროდუქტების, შაქრის, სპირტის, საკონდიტრო, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების, ხორცისა და რძის პროდუქტების, საკონსერვო წარმოება; ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით სტუდენტს მისცეს ღრმა სისტემური ცოდნა სასურსათო ტექნოლოგიის სხვადასხვა დარგში.

სტუ-ს სასურსათო ტექნოლოგიების დეპარტამენტში გურამ ტყემალაძის ხელმძღვანელობით სრულ­დება ფუნდამენ­ტური კვლევითი ხასიათის პროექტები, როგორიცაა ეკოლო­გიურად სუფ­თა და უსაფ­რთხო მცენარეული ინგრედიენტების გამოყენებით ფუნქციური (პროფილაქტიკურ-პრევენციული) დანიშნულების ახალი სურ­სა­თის, მათ შორის, ალკო­­ჰოლური და უალკოჰოლო სასმელების წარმოება - ინოვა­ციუ­რი, უნარჩენო ტექნოლოგიების დამუშავებისა და განვითარების გზით.

აღნიშნული პროექტების წარმატებით განხორციელებამ უნდა უზრუნველყოს: გარემოს ბიომრავალფეროვნების დაცვა და შემდგომი განვითარება; ტყეებისა და ქარსაცავი ზოლების აღდგენა. ზოგადად, მიწათმოქმედების აღმავლობა და განვი­თარება; განსაკუთრებით ჯანსაღი სასურსათო პროდუქტებითა და ნედლეულით მოსახლეობის უზრუნველყოფა; მეცხოველე­ობის დაკმაყოფილება მცენარეული საკვებით, რაც, წარმოუდ­გენილია მიწის რესურსების ძირეული მელიორაციული ღონი­სძიებების სრულყოფის გარეშე; საქართველოს სოფლის მეურ­ნეობის უკლებლივ ყველა დარგის აღორძინება და, შესაბამისად, ეკოლოგიური გარემოს (მიწა, ჰაერი, წყალი) გაჯანსაღება; ადა­მიანის სიცოცხლის გახანგ­რძლივება; დაბინძურებისა და დაავა­დებათა რისკების შემცირება.

კვლევით პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. მიმდინარე კვლევებზე გამოქვეყნებულია სამეცნიერო ნაშრომები.

დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობას ღებულობენ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში.

სასწავლო პროცესთან დაკავშირებით, გამოქვეყნებულია სახელმძღვანელოები.

დეპარტამენტში ფუნქციონირებს პროგრამა, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საფრანგეთის უნივერსიტეტის ერთობლივი საგანმანათლებლო ორდიპლომიანი პროგრამა სასურსათო ტექნოლოგიების მიმართულებით.

ფუნქციონირებს სასურსათო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ლაბორატორია, რომელიც პროფესორ ვახტანგ უგრეხელიძის სახელს ატარებს.