საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ყოფილ დეკანს, ჰესების სადაწნეო სისტემებში მიმდინარე გარდამავალი ჰიდრავლიკური პროცესების, ჰიდროენერგეტიკული გაანგარიშებების, ჰიდროეკოლოგიის, ჰესების ტექნიკური მდგომარეობის, ასევე, მაგისტრალური მილსადენების და მათი საიმედო და ეფექტური ექსპლუატაციის, ხანგამძლეობისა და ენერგოდაზოგვის ექსპერტს, 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 7 სახელმძღვანელოს ავტორს, პროფესორ ლენა შატაკიშვილს, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ყოფილ დეკანს, 159 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 7 მონოგრაფიის, 8 სახელმძღვანელოს ავტორს, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძეს, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყოფილ დეკანს, 40-ზე მეტი სტატიისა და 5 სახელმძღვანელოს ავტორს, პროფესორ ივანე ჯაგოდნიშვილს, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ყოფილ დეკანს, 100-ზე მეტი ნაშრომისა და 5 სახელმძღვანელოს ავტორს, პროფესორ ანზორ აბშილავას, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანს, 20-ზე მეტი არქიტექტურული პროექტის, 60-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის, ერთი მონოგრაფიის და 9 მეთოდური მითითების ავტორს, პროფესორ ნინო იმნაძეს და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორს, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 6 სახელმძღვანელოს ავტორს ვანო ჭიაურელს უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა.