საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით და სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის ორგანიზებით, სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვანო ჭიაურელმა საჯარო ლექცია - „ფილოსოფია და საზოგადოება”, გამართა.
ღონისძიება ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო კლუბის პრეზიდენტმა, სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის სპორტის მინისტრმა, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა გახსნა.
არჩილ გურგენიძემ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს, ღონისძიების ორგანიზებისთვის კი - სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს.
მისი თქმით, საჯარო ლექციის ორგანიზების მიზანია ფილოსოფიური განათლების პოპულარიზაცია, საზოგადოების განვითარებისთვის აუცილებელ საკითხებზე დისკუსია და შემოქმედებითი გარემოს შექმნის ხელშეწყობაა.