სტუ
22/10/2024

საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები ეროვნულ მუზეუმში იოანე ზოსიმეს ხელნაწერს გაეცნობიან

24 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები და ამავე უნივერსიტეტის ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის პროფესორ-მასწავლებლები, ეროვნულ მუზეუმს იოანე ზოსიმეს ხელნაწერის გასაცნობად ეწვევიან. 

აღნიშნული ღონისძიება საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და ამავე უნივერსიტეტის ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის წარმომადგენლების ორგანიზებით ხორციელდება. 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ხელნაწერი ცნობილი ქართველი ფილანტროპის ბიძინა ივანიშვილის მიერ აუქციონზე იქნა შეძენილი და ეროვნულ მუზეუმს გადაეცა. 

დაინტერესებული პირები დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით პროფესორ კახა ძაგანიას.

მობ: 579-95-76-65.

მისამართი: რუსთაველის გამზირი N3.