სტუ
2001 წლის 28 სექტემბერს  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი საბჭოს სხდომაზე,  სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკურ ფაკულტეტზე  (დეკანი რ. ქუთათელაძე) თეოლოგიის კათედრის დაარსების შესახებ.  საბჭოს სხდომას დაესწრნენ უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, წმინდა სინოდის წევრები. ეს იყო პატრიარქის პირველი მობრძანება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რაც ჭეშმარიტად ისტორიული თარიღია და იგი ოქროს ასოებით ჩაიწერა საინჟინრო განათლების მატიანეში. თავის გამოსვლაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა: „მხოლოდ მორწმუნე ადამიანი, არის მონა ღვთისა, ხოლო მორწმუნე და განათლებული ადამიანი არის მეგობარი ღვთისა“.
დიდი საბჭოს შემადგენლობამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი კათედრის გამგის თანამდებობაზე წმინდა სინოდის წევრის, მანგლისისა და წალკის მთავარეპისკოპოსის, მეუფე ანანიას წამოყენებას.
უწმინდესმა თავისი გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „მე გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს და მოგახსენებთ, რომ კათედრის გამგედ არჩეულია მთავარეპისკოპოსი მეუფე ანანია, რომელიც წმინდა სინოდში თავისი ერუდიციითა და ღრმა აზროვნებით გამოირჩევა და მინდა ვთქვა, რომ ეს ძალიან კარგი არჩევანია. ეს არის თქვენი დიდი დამსახურება“. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს საჩუქრად გადასცა საბერძნეთის ათონის ივერთა მონასტერში დაცული XIII-XIV საუკუნეების სახარების მოოქროვილი გარეკანის ასლი და იქ მოღვაწე მამების იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების მადლით დალოცა დამსწრე საზოგადოება და სრულიად საქართველო.
ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს ქართველი ერის სულიერ და ინტელექტუალურ განვითარებაში გაწეული დიდი ღვაწლისათვის სტუ-ის უმაღლესი ჯილდო „გიორგი ნიკოლაძის მედალი“ გადასცა.
ახლად დაფუძნებული კათედრის პედაგოგთა შემადგენლობის შერჩევა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის რეკომენდაციით და ლოცვა-კურთხევით აღსრულდა. თეოლოგიის კათედრის პედაგოგთა პირველ შეკრებაზე უწმინდესთან, საპატრიარქოში, უწმინდესმა დამოძღვრა ისინი და მათი ყურადღება მიაპყრო იმას თუ რა დიდი მნიშვნელობა და პასუხისმგებლობა აკისრია თეოლოგიის კათედრას არა მარტო უნივერსიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის წინაშე; კათედრის სრულფასოვანი მუშაობისათვის კი პედაგოგებს მიზნად დაუსახა: უნივერსიტეტის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღებისა და გულისხმიერების გამოჩენა სტუდენტებთან და სხვა დარგების პროფესორ-მასწავლებლებთან ურთიერთობისას, ლექციებისა და სემინარული მეცადინეობისათვის სერიოზული მომზადება, თითოეული ლექტორის მიერ სამუშაო გეგმის შედგენა, კონსპექტების წარმოება და სხვა.
თეოლოგიის კათედრის პირველი წევრები გახდნენ საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული სასწავლებლების პედაგოგები და ეკლესია-მონასტრებში მოღვაწე სასულიერო პირები, რომელთაც სასწავლო-აღმზრდელობითი და სამეცნიერო მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდათ. კერძოდ, პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი, დეკანოზები: ზაქარია ძინძიბაძე, გიორგი ჯიბუტი, ამირან ამირანაშვილი, ვახტანგ ასათიანი, მიქაელ ჭაბაშვილი; მღვდლები: ბიძინა გუნია, გიორგი მალხაზიშვილი, კონსტანტინე გიორგაძე, მაქსიმე ჭანტურია, მიქაელ ჭანტურია, მიქაელ მაჭარაძე, გურამ გურამიშვილი, თეოდორე გიგნაძე, გიორგი დორეული, მიქაელ კაპანაძე, დავით ჭანტურია, მიქაელ ბუკია, არქიდიაკონი დემეტრე დავითაშვილი; პედაგოგები: ზურაბ ცხოვრებაძე, ზურაბ ეკალაძე, გიორგი მაისურაძე, სერგო ფარულავა, ლევან ბუკია, ზვიად ბარკალაია, მზია წიკლაური, გოჩა გუგუშვილი. დროთა განმავლობაში პედაგოგთა შემადგენლობა შეიცვალა და კათედრაზე მუშაობა მოუწიათ მღვდლებს: ილია წერეთელს, სამოელ ზვიადაურს, ლევან მექოშვილს, გიორგი ბაღიაურს, ავთანდილ გულაშვილს, ლევან მათეშვილს, კახაბერ შურღაიას, გიორგი შაშვიაშვილს, ლუკა ფალავანდიშვილს, ვახტანგ კვიჟინაძეს, კონსტანტინე დავითაშვილს,  ივანე ეპიტაშვილს. პედაგოგებს: გოჩა ასათიანს, გიორგი წეროძეს, ქეთევან პავლიაშვილს, ვარლამ ხათრიძეს, იოანე (ჯემალ) ჭიღლაძე  და სხვებს.
2002 წლის 25 მარტს სტუ-ში გაიმართა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 85-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, რომელსაც დაესწრნენ მისი უწმიდესობა და უნეტარესობა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, უწმიდესი სინოდის წევრები. კონფერენციის მონაწილეებმა უდიდესი ინტერესით მოისმინეს თეოლოგიის კათედრის გამგის, მეუფე ანანიას მოხსენება. საინტერესო მოხსენებებით გამოვიდნენ აგრეთვე თეოლოგიის კათედრის თანამშრომლები. უწმიდესის ლოცვა-კურთხევით, მეუფე ანანიამ რექტორატის მხარდაჭერით სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში 2002 წელს დააფუძნა და აკურთხა წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველო. მოგვიანებით I და II სასწავლო კორპუსებშიც დაფუძნდა და იკურთხა წმინდა ნინოს და წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის სამლოცველოები.
მოხსენება თემაზე „მეცნიერებისა და რელიგიის, ცოდნისა და რწმენის, სისტემური ურთიერთობანი“ გააკეთა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტმა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ვ. ა. ტრაპეზნიკოვის სახელობის მართვის პრობლემების ინსტიტუტის დირექტორმა, აკადემიკოსმა ივერი ფრანგიშვილმა, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა აღნიშნული კონფერენციის ორგანიზებისა და ჩატარების საქმეში.
მომდევნო კონფერენცია „მეცნიერება და რელიგია“ ჩატარდა 2006 წლის 6 ივნისს და იგი სასიქადულო მამულიშვილის, დიდი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის ხსოვნას მიეძღვნა. ამ კონფერენციაზე პროფესორმა ი. გორგიძემ უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს და სტუ-ს თეოლოგიის კათედრის გამგეს, მიტროპოლიტს, პროფესორ ანანია ჯაფარიძეს გადასცა საინჟინრო აკადემიის საპატიო აკადემიკოსის დიპლომები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე აირჩიეს რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემიის საპატიო წევრებად.
2006 წელს თეოლოგიის კათედრა გადაკეთდა თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრად (ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი) ხელმძღვანელი მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ხელმძღვანელის მოადგილე პროფ. ივანე გორგიძე, კათედრის დაარსებიდან მეხუთე წლისთავს მიეძღვნა საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა 2007 წლის 14 თებერვალს გიორგი ნიკოლაძის სახელობის დარბაზში. საიუბილეო სამეცნიერო კონფერენციას დაესწრნენ მისი უწმიდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და წმინდა სინოდის წევრები.
თეოლოგიის კათედრის ბაზაზე შეიქმნა თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი. საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს საინჟინრო აკადემიისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის მიერ დაფუძნდა სამეცნიერო-საისტორიო ჟურნალი „სვეტიცხოველი“, რომლის მთავარი რედაქტორი დღემდე ბრძანდება პროფესორი, მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, მთავარი რედაქტორის მოადგილეები წლების განმავლობაში იყვნენ პროფესორები: ვლადიმერ დოლიძე, ნანა ხაზარაძე და მამუკა მაცაბერიძე; ამჟამად მამუკა მაცაბერიძესთან ერთად რედაქტორის მოადგილეა პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი, სარედაქციო საბჭოს წევრები არიან პროფესორები: ზურაბ გასიტაშვილი, დავით გურგენიძე, ივანე გორგიძე, ვახტანგ გურული, ალექსანდრე გრიგოლიშვილი, გიორგი კოკოშაშვილი, თამარ ლომინაძე, შალვა ნაჭყებია, გივი ღამბაშიძე, არჩილ ფრანგიშვილი, ტარიელ ფუტკარაძე, მაკა ხართიშვილი, თემურ ჯაგოდნიშვილი, გურამ ჯავახაძე, პასუხისმგებელი მდივანი ქეთევან მახაშვილი. ჟურნალი იბეჭდებოდა სააქციო საზოგადოება „მედინსერვისის“, ამჟამად კი ტექნიკური უნივერსიტეტის თანადგომით.
ნიშანდობლივია, ის ფაქტი, რომ ამ ჟურნალის გამოცემით ფაქტობრივად აღდგენილ იქნა XX საუკუნის დასაწყისში (1917 წელს) წმიდა მღვდელმოწამე პატრიარქის კირიონ II-ის ხელდასხმით მაშინდელი „სრულიად საქართველოს საკათალიკოზოს საბჭოს“ მიერ დაფუძნებული ჟურნალ „სვეტიცხოვლის“ გამოცემა.
ძალიან ბევრი კეთილი საქმე გაკეთდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის პედაგოგთა აქტიური მონაწილეობით. უწინარეს ყოვლისა თანამშრომელთა და სტუდენტთა სულიერების განწმენდისა და განმტკიცების თვალსაზრისით. ცენტრის ბაზაზე აღინიშნება ყველა დიდი საეკლესიო დღესასწაული, რაც საუნივერსიტეტო ტრადიციად იქცა. ცენტრის არსებობის პერიოდში მნიშვნელოვანი მიღწევაა „თეოლოგიის“ სადოქტორო პროგრამის შექმნა, რომლის ფარგლებში უკვე 20-მდე დოქტორანტი იღებს განათლებას. დაცულია სადოქტორო დისერტაციები. ცენტრის თანამშრომლები მონაწილეობას ღებულობენ საერთაშორისო კონფერენციებში, საგრანტო პროგრამებში, მათ მიერ მომზადებულია მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები. 18 წლის განმავლობაში ორმოცდაათიათასამდე სტუდენტი დაეუფლა თეოლოგიის საფუძვლებს.