საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე შექმნილი საუნივერსიტეტო სასწავლო-კვლევითი კლასტერი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე 2019 წელს შეიქმნა საუნივერსიტეტო სასწავლო-კვლევითი კლასტერი. 2019-2020 სასწავლო წელს კლასტერმა განახორციელა შემდეგი აქტივობები.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების - ივანე ჯაგოდნიშვილის, მამუკა ბერიაშვილის და მათი უცხოელი კოლეგების: თ. კობუშის, გ. ლომანისა და ი.ჰარდის ედიტორობით შეიქმნა და გამოიცა ახალი ინტერნაციონალური და ინტერდისციპლინური კრებული: „ კულტურა , რელიგია , ფილოსოფია “ / „KULTUR , RELIGION , PHILOSOPHIE“.
ფუნდამენტური პრინციპი ევროპული უნივერსიტეტის ფუნქციონირებისა არის სწავლა და სწავლება კვლევიდან გამომდინარე. ეს ნიშნავს იმას, რომ უნივერსიტეტის ცალკეული ფაკულტეტი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან შესაბამისი ინსტიტუტები, უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ საკვლევად შეირჩეს ინტერდისციპლინური თემები, რაც ევროპული უნივერსიტეტების მოთხოვნაა. ეს გახლავთ ტრანსდისციპლინურობა, ანუ ნიშნავს, რომ საკვლევი თემა მარტო ვიწრო აკადემიური მნიშვნელობის კი არა, არამედ საზოგადოებრივად რელევანტური უნდა იყოს.
ამ ტიპის კრებულის შექმნაში მნიშვნელოვანია კვლევის პროცესში საზოგადოებრივი, სოციალური ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობაც, რაც სწორედ ტრანსდიპლინურობის ძირითადი ფუნქციაც არის და მიზანიც.
საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულეტეტის ბაზაზე შექმნილი საუნივერსიტეტო სასწავლო-კვლევითი კლასტერის მუშაობა მრავალფეროვანი აქტივობებით გამოირჩა.
ფაკულტეტის დეკანის – ივანე ჯაგოდნიშვილისა და მამუკა ბერიაშვილის ინიციატივითა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით ბოლო სამი წლის მანძილზე ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები:
სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტზე ბოლო სამი წლის მანძილზე მოწვეული იყვნენ ევროპელი პროფესორები:
ვალტერ იეშკე - (ჰეგელის არქივის სამეცნიერო დირექტორი და ბოხუმის უნივერსიტეტის გერმანული კლასიკური ფილოსოფიის კათედრის გამგე), გეორგ ლომანი (ბერლინი), არნდ პოლმანი (ბერლინი), თეო კობუში (ბონი), იოჰანეს ვაისი (კასელი), მათიას კუმი (ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი), ლუდვიგ ზიპი (გერმანული იდეალიზმის, ახალი დროის ფილოსოფიისა და სოც. ფილოსოფიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, მიუნსტერი) და მარტინ ბოლახერი (ბოხუმი). მოწვეულმა პროფესორებმა მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის ჩაატარეს სემინარების ციკლი. იმისათვის, რომ კვლევები სტუ-ში თანამედროვე ევროპულ სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობდეს, ხსენებული ევროპელი კოლეგები და სხვებიც აქტიურად თანამშრომლობენ სტუ-ის შესაბამის აკადემიურ სტრუქტურებთან, ერთობლივი კრებულებისა და წიგნების შექმნა-გამოცემის პროცესში.
ეს ნაშრომები ინტერდისციპლინური და ინტერნაციონალიზებულია.
სტუ საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეგიდით დაწყებულია დიდი, ხუთწლიანი პროექტი, სახელწოდებით - ,,სახელმწიფო
და სამართალი’’. იგი იწყება ანტიკური პერიოდიდან და სრულდება თანამედროვე სოციალური თეორიებით. ამ პროექტში სტუ-ის პროფესორების, დოქტორანტებისა და პოსტ-დოკების გარდა - რომელთა შემადგენლობა შემდეგია: დავით გალაშვილი, მარიამ ხაზარაძე, თორნიკე ლელაშვილი, ქეთევან რჩეულიშვილი, ირაკლი თაბორიძე -
მონაწილეობენ წამყვანი უცხოელი პროფესორებიც: თეო კობუში, ანდრეა არნდტი, გეორგ ლომანი, არნდტ პოლმანი, ნიკლაუს ლარგიერი ბერკლის
უნივერსიტეტიდან. ტომები შემდეგნაირად ნაწილდება:
სტუ საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეგიდით დაწყებულია დიდი, ხუთწლიანი პროექტი, სახელწოდებით – „სახელმწიფო სამართალი“. იგი იწყება ანტიკური პერიოდიდან და სრულდება თანამედროვე სოციალური თეორიებით. ამ პროექტში სტუ-ის პროფესორების, დოქტორანტებისა და პოსტ-დოკების გარდა – რომელთა შემადგენლობა შემდეგია: დავით გალაშვილი, მარიამ ხაზარაძე, თორნიკე ლელაშვილი, ქეთევან რჩეულიშვილი, ირაკლი თაბორაზე – მონაწილეობდნენ წამყვანი უცხოელი პროფესორებიც: თეო კობუში, ანდრეა არნდტი, გეორგ ლომანი, არნდტ პლმანი, ნიკლაუს ლარგიერი ბერკლის უნივერსიტეტიდან. ტომები შემდეგნაირად ნაწილდება:
„ანტიკური სამყარო და შუასაუკუნეები“,„აღორძინების ხანა და ახალი დრო“, „გერმანული კლასიკური ფილოსოფია“,„მოდერნის დასაწყისი“,„თანამედროვე თეორიები სახელმწიფოსა და სამართლის შესახებ“.
სასწავლო-კვლევითი კლასტერის ხელმძღვანელის, მამუკა ბერიაშვილის განცხადებით, ფოლკსვაგენის სამეცნიერო ფონდში შეაქვთ პროექტი იმისათვის, რომ დოქტორანტებმა ფორუმისთვის მოსამზადებელი სამუშაობი სრულფასოვნად ჩაატარონ და ღირსეულად წარადგინონ საკუთარი ნაშრომები. ეს იქნება 2021- 2022 წლის მნიშვნელოვანი პროექტი.
2022 წელს კონგრესი ჩატარდა ხორვატიაში, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, ფაკულტეტის დეკანი ივანე ჯაგოდნიშვილი და სასწავლო-საკვლევი კლასტერის ხელმძღვანელი მამუკა ბერიშვილი (მოხსენებიტ წარსდგა) იყვნენ მიწვეული საპატიო სტუმრებად. სწორედ ამ კონგრესზე სტუ-ის რექტორს, დავით გურგენიძეს ოფიციალურად გადაეცა ჰეგელის მსოფლიო კონგრესის მასპინძელი ქვეყნის დიპლომი.
კვლევების მიმართულებით, უნივერსიტეტის მთავარი მისია, ახალი ცოდნის შექმნაა. უნივერსიტეტი რებრენდიგის, სასიკეთო რეფორმების პროცესშია. ასევე იგეგმება, სწავლების მიმარულებით ზემოხსენებული კონცეპტების განვითარება.
„ესაა, პირველ რიგში, თვისობრივად ახალი ევროპული მოდელის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება, სამუშაო იდეის დონეზე შეჩერებული ვართ სოციალურ თეორიებზე. ეს იქნება საინტერესო და მიმზიდველი პროგრამა. თვისობრივად განსხვავებული ჩვენი დოქტორანტურის საგანმანათლებლ პროგრამებისგან“.
კვლევით პროცესში, ევროპელ კოლეგებთან ერთად, დაგეგმილია ქართველი კოლეგების აქტიურად ჩართვა. იდეის დონეზე შემუშავებულია ქოლგა თემა, რომელიც დაახლოებით, 3-4 წელზე იქნება გათვლილი, სახელწოდებით - „ ქართული ჰუმანიტარული აზროვნების ევროპეიზმი “.
ივანე ჯაგოდნიშვილის აზრით, „ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად წმინდად ქართული და ქართულ წიაღში არსებული სამეცნიერო ტრადიციების, გამოცდილების გათვალისწინებით შევჯერდით სამომავლოდ ამ პოექტს, რაც ინგლისურ და გერმანულ ენებზე ითარგმნება. ჩვენი სამეცნიერო პროდუქცია მთარგმნელობითი პრაქტიკის სიმცირის გამო მოკრძალებულადაა წარმოდგენილი ევროპულ კვლევით-საგანმანათლებლო სივრცეში და ეს ნაკლიც გვინდა ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში გადავფაროთ. გვსურს, ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვის რეალურად ხელმისაწვდომი გახდეს ქართველი მეცნიერების ნარკვევები. ამ მხრივ გეგმებს ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან არის თანამშრომლობის მაღალი მზაობა და ეს ყველაფერი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ტრადიციული, ღირსეული სახით წარმოაჩენს საერთაშორისო ჰუმანიტარულ და სოციალურ მიმართულებების სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეში“.