სტუ

ივანე ჯაგოდნიშვილის ბიოგრაფია

 

ივანე ჯაგოდნიშვილმა 1993 წელს დაამთავთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ხოლო 1996 წელს დაამთავრა თსუ ასპირანტურა.

1993-1999 წლებში იგი იყო ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის უფროსი სპეციალისტი;

1999 – 2005 წწ. - ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;

2005 წ. - ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის მაგისტრატურის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;

2005-2011 წწ. - ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;

2011-2012 წწ. - სტუ. ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;

2012 წ. - ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი;

2012-2015 წწ. - ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ხარისხის       უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;

2016 წ. - საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უფროსი;

2017 წლიდან დღემდე არის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი.

 

ივანე ჯაგოდნიშვილი გახლავთ 2 მონოგრაფიის ავტორი და 13 სახელმძღვანელოს თანაავტორი. გამოქვეყნებული აქვს 37 სამეცნიერო სტატია. იგი არის 3 კრებულის თანაავტორი, მოგებული აქვს 5 გრანტი. მან ასევე მონაწილეობა მიიღო 14 კონფერენციაში, აქედან 5 საზღვარგარეთ.

 

იგი ეწევა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას შემდეგი სასწავლო კურსების მიმართულებით:

ვერბალური კომუნიკაციები ;

კრიტიკული აზროვნება;

კრიტიკული აზროვნების ელემენტები;

ახალი რიტორიკა (საჯარო კამათის ტექნოლოგიები); პოლემიკური ოსტატობა (მაგისტრ.);

აკადემიური წერა (მაგისტრ.); სწავლების მეთოდები (დოქტ.);

სამეცნიერო კომუნიკაციის ტექნიკა (დოქტ.)

 

მისი სამეცნიერო ინტერესის სფეროს წარმოადგენს ფილოლოგია, კომუნიკატივისტიკა, კულტუროლოგია.

 

ფლობს რუსულ და გერმანულ ენებს.

 

მისი ჰობი გახლავთ ფეხბურთი.

 

ყავს მეუღლე, 5 შვილი და 2 შვილიშვილი.