სტუ

ვიდეოთამაშების სტუდენტური კლუბი „სუპერ-დაში“

ვიდეოთამაშების შემქმნელთა სტუდენტური კლუბი „სუპერ-დაში“ აერთიანებს ვიდეოთამაშების შექმნით დაინტერესებულ სტუდენტებს და ხელს უწყობს მათ შემოქმედებით, პროფესიულ და პრაქტიკულ განვითარებას. კლუბი წარმოადგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის აქტიურ სტუდენტურ გაერთიანებას და ღიაა ყველა სტუდენტისთვის, რომელიც იზიარებს მის მიზნებს.

მისია

ნიჭიერი და შემოქმედებითი სტუდენტების გაერთიანება და ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბება, სადაც წევრები ცოდნის, გამოცდილებისა და იდეების გაზიარებით ერთმანეთს ეხმარებიან საინტერესო და მრავალფეროვანი ვიდეოთამაშების შექმნაში.

ხედვა

სტუდენტური საზოგადოება, რომელშიც სტუდენტები გუნდურად ქმნიან ხარისხიან ვიდეოთამაშებს, ავლენენ თავიანთ მხატვრულ და შემოქმედებით ნიჭს, ხოლო მათი ნამუშევრები თვალსაჩინოა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ძირითადი მიმართულებები ვიდეოთამაშების დიზაინი და დეველოპმენტი, პროგრამირება, ვიზუალური ხელოვნება და ანიმაცია, ხმა და მუსიკა, სცენარი და ნარატივი, ტესტირება და მომიჯნავე შემოქმედებითი და ტექნოლოგიური სფეროები.

მიზნები

ჩვენი საქმიანობა

წევრობა

კლუბში წევრობა ნებაყოფლობითია და ღიაა ყველა სტუდენტისთვის, რომელიც დაინტერესებულია ვიდეოთამაშების შექმნით ან ამ სფეროში თავის მოსინჯვა სურს. წინასწარი გამოცდილება სავალდებულო არ არის.

როგორც კლუბის წევრს, შეგიძლიათ:

ეთიკა და აკადემიური კეთილსინდისიერება

კლუბის წევრები იცავენ უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსს. კლუბის პროექტები ეფუძნება გამჭვირვალობის, პასუხისმგებლობისა და ინტელექტუალური საკუთრების პატივისცემის პრინციპებს. დაუშვებელია დისკრიმინაცია, შევიწროება, პლაგიატი და სხვისი ნამუშევრის ნებართვის გარეშე გამოყენება.