სტუ

თათია ხორნაული

ჩემი სპეციალობა ბიოსამედიცინო ინჟინერიაა. ვიცი, ბევრს გაგონილიც არ გექნებათ, მაგრამ ჩემთვის, სწორედ, ეს იყო საოცნებო პროფესია და მიხარია, რომ საქართველოშიც გვაქვს ეს პროგრამა.

ჯერ, სულ რაღაც ერთი წელი გავიდა, რაც ვსწავლობ, მაგრამ ამ ორმა სემესტრმა დამარწმუნა ჩემი არჩევანის ჭეშმარიტებაში. ამ დროის განმავლობაში შევძელი მონაწილეობა მიმეღო როგორც საუნივერსიტეტო, ასევე საერთაშორისო კონფერენციებში.

დავიწყე კერძო სექტორში მუშაობა და ახლა უკვე ვემზადები ახალგაზრდულ სამეცნიერო კვლევებში ჩართვისთვის და გაცვლითი პროგრამის კონკურსისთვის.

შეუძლებელია არ აღვნიშნო, რომ პირველ კურსზე, პირადი მიზეზების გამო, ძალიან დიდი ჩავარდნა იყო მოსალოდნელი ჩემს აკადემიურ მოსწრებასა და შედეგებში, მაგრამ დეპარტამენტი, დეკანი და თითოეული ლექტორი დიდი გულისხმიერებით და ყურადღებით მომიდგა, რის შედეგადაც სემესტრი უმაღლესი შეფასებებით დავხურე. უღრმესი მადლობა ამისთვის!

წარმატებებს ვუსურვებ სტუ-ს, საკუთარ თავს და თქვენ, ვინც ამას ეჭვის თვალით კითხულობთ, თან ფიქრობთ, შეძლებთ თუ არა, თქვენც მსგავსად წარმატებულად აღიქვათ თავი. მიჰყევით თქვენს სურვილებს, დაისახეთ ყოველდღიური მიზნები, ფაკულტეტის გუნდი კი ყველა სტუდენტის მიმართ ერთ მიდგომას ავლენს - პროფესიონალურს.

იმედი მაქვს, მომავალ წელს მეტ წარმატებას გაგიზიარებთ...