2010 წლიდან, სწავლების ყველა საფეხური საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გავიარე და სწორედ ამ უნივერსიტეტის გარემო დამეხმარა საკუთარი საქმის პოვნაში, იმის გაცნობიერებაში, თუ რომელი სპეციალობაა ჩემი, სად მინდა რომ ვიყო დასაქმებული და რა მიმართულებით, სტუ-ს უკავშირდება ჩემი პირველი კარიერული ნაბიჯებიც, რომლებიც ვთვლი, რომ საგასაღებოდ მნიშვნელოვანი იყო სტუდენტისთვის იმ ეტაპზე.
სტუ-ში სწავლის პარალელურად, შესაძლებლობა მქონდა წავსულიყავი გერმანიაში DAAD-ის საგრანტო პროექტების ფარგლებში არაერთხელ, როგორც სამეცნიერო კონფერენციებზე და სემინარებზე, ასევე სადოქტორო კვლევის ჩასატარებლად 1 წლის ვადით, რაც ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო ჩემთვის.
ამჟამად ვარ საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერი კომპანიის, UGT-ის IT პროექტების მენეჯერი და პროფესიონალი Scrum Master-ი და ვარ Number One Academy-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი.
მინდა ყველა სტუდენტს მივმართო და ვუთხრა, რომ სტუ ნამდვილად არის წარმატების გასაღები, გამოიყენეთ ყველა ის შესაძლებლობა, რომელსაც ეს უნივერსიტეტი გთავაზობთ, გისურვებთ დიდ წარმატებებს!