სტუ

დაჩი ოქროპირიძე

საინჟინრო ფიზიკის საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ ჩავაბარე სტუ-ის სამედიცინოს ფიზიკის სამაგისტრო პროგრამაზე და პარალელურად სწავლა დავიწყე ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, ასევე სამაგისტრო მიმართულებით.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის პროექტის ფარგლებში, არაერთხელ ვიყავი ექსპერიმენტის მონაწილე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთული ფიზიკის ინტიტუტის ქულერ სინქროტრონ ამაჩქარებელზე (COSY).

კოვიდ ინფექციის პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, სტუ-ს დისტანციური სწავლების პროგრამამ საშუალება მომცა ერთდროულად მესწავლა, როგორც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ასევე ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში. ამჟამად, ორივე უნივერსიტეტში ვიმყოფები მაგისტრატურის მეორე კურსზე და სამაგისტრო ნაშრომის დასრულების შემდეგ სწავლის გაგრძელებას ვგეგმავ სადოქტორო პროგრამაზე.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ძალიან დიდი წვლილისთვის ჩემს კარიერულ განვითარებაში და წარმატება ვუსურვო მის ყველა სტუდენტს!