სამაგისტრო ნაშრომი
1. სპექტროპფოტომეტრი
სტუდენტი
ალექსანდრე ქურთაული
ხელმძღვანელი:
ტოჰიდ თალებიფარი
მოკლე შინაარსი
ოპტიკური შთანთქმის სპექტროსკოპია წარმოადგენს ბიომოლეკულების ფიზიკურ-ქიმიური ანალიზის ერთ-ერთ უძველეს მეთოდს. მეთოდის მოქმედების პრინციპი მარტივია – გარკვეული ტალღის ფოტონები ეჯახებიან მოლეკულას და ურთიერთქმედებენ მასთან, შედეგიდან გამომდინარე შეგვიძლია ვიმსჯელოთ შესასწავლი მოლეკულის თვისებებზე. თუ მოლეკულა შთანთქავს სინათლის ტალღას, მაშინ შთანთქმის ენერგიის ოდენობიდან და ბუნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ვიმსჯელოთ ამ მოლეკულის მრავალ თვისებაზე.
მეთოდი, რომელიც ცნობილია როგორც სპექტროფოტომეტრია, იყენებს სინათლის ინტენსივობის გაზომვებს, როდესაც სინათლის სხივი მოძრაობს ნიმუშის ხსნარში, რათა დადგინდეს, რამდენად შთანთქავს ქიმიური ნაერთი სინათლეს. პროექტის მიზანი იყო Arduino-ზე დაფუძნებული საგანმანათლებლო, დაბალფასიანი სპექტროფოტომეტრის შემუშავება.