სტუ

დეფიბრილატორების ხარისხის კონტროლი ქ.თბილისის კლინიკებში

კვლევაზე დაფუძნებული სწავლება

დეფიბრილატორების ხარისხის კონტროლი ქ. თბილისის კლინიკებში

 

სასწავლო კურსი: Quality Control Of Medical Devices. III კურსი. 2022 წ.

ავტორები

გიორგი ჩილინგარაშვილი, გიორგი მაზანაშვილი, არსლან ანნაიევი, იაზან ჰასანი

ხელმძღვანელი:

ზვიად ღურწკაია

მოკლე აღწერა

 

სამედიცინო ტექნიკის ინსპექტირების მიზანია ხელსაწყო იყოს უსაფრთხო, ფუნქციონირებდეს გამართულად და იყოს მზად პაციენტთან გამოსაყენებლად. საქართველოში სამედიცინო ტექნიკის გარე კონტროლი დღეისათვის სავალდებულო არ არის. აღნიშნული საკითხი გათვალისწინებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაში (DCFTA).

ინსპექტირების მიზანია სამედიცინო ხელსაწყო იყოს უსაფრთხო, ფუნქციონირებდეს გამართულად და იყოს მზად პაციენტთან გამოსაყენებლად.  ჩვენი ქვეყნის საუკეთესო კლინიკებში არსებობს საინჟინრო სამსახურები, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ, მაგრამ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ ამ გზით აღნიშნული პრობლემა არ გვარდება და აუცილებელია სამედიცინო ტექნიკის გარე კონტროლის არსებობა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2013 წელს დაარსდა სამედიცინო ტექნიკის ინსპექტირების ორგანო, რომელიც აღჭურვილია მსოფლიოს წამყვანი ამერიკული კომპანიის Fluke-ს უახლესი აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ინჟინრებით. 2018 წელს ინსპექტირების ორგანომ გაიარა აკრედიტაცია სტანდარტით ISO 17020 და დღეისათვის ის ერთადერთი, აღნიშნული სტანდარტით აკრედიტებული სამედიცინო ტექნიკის ინსპექტირების სამსახურია.

ჩვენი კვლევის მიზანი იყო  ქ. თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო ტექნიკის უსაფრთხოება და ფუნქციური გამართულობის შემოწმება. კვლევა ჩატარდა სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც შემთხვევითი წესით იყო შერჩეული. გამოყენებული იყო კლინიკების ბაზა და შემთხვევითი რიცხვების გენერატორი შექმნილი Matlab-ის გარემოში. შემთხვევითი წესით შერჩეულ კლინიკებში, ხორციელდებოდა დეფიბრილატორებისა ხარისხის შემოწმება. მოწმდებოდა აღნიშნული ხელსაწყოების ელექტროუსაფრთხოება და ფუნქციური მაჩვენებლები. გამოყენებული ხელსაწყოები: ელექტროუსაფრთხოების ანალიზატორი: Fluke Ase 620, დეფიბრილატორის ანალიზატორი DP7000 მიღებული შედეგების დამუშავდა სტატისტიკურად. კვლევამ გამოავლინა რომ დეფიბრილატორების ყველა პარამეტრი იყო ნორმის ფარგლებში. ხელსაწყოები იყო უსაფრთხო, კორექტული და მზად პაციენტთან გამოსაყენებლად.