სტუ

ხელოვნური ინტელექტის სტუდენტური კლუბი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტის სტუდენტური კლუბი (GTU AI Student Club) აერთიანებს ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებულ სტუ-ის სტუდენტებს და ხელს უწყობს მათ აკადემიურ, პროფესიულ და პრაქტიკულ განვითარებას. კლუბი წარმოადგენს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტში მოქმედ სტუდენტურ გაერთიანებას და ღიაა სტუ-ის ყველა სტუდენტისთვის, რომელიც იზიარებს მის მიზნებს.

მისია

ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებული სტუ-ის სტუდენტების გაერთიანება და მათი აკადემიური, პროფესიული და პრაქტიკული ზრდის ხელშეწყობა კვლევის, პრაქტიკული პროექტებისა და თანამშრომლობის გზით, ამავდროულად კი ხელოვნური ინტელექტის ეთიკური, პასუხისმგებლიანი და უსაფრთხო გამოყენების კულტურის დამკვიდრება.

ხედვა

სტუდენტური საზოგადოება, რომელშიც სტუ-ის სტუდენტები აკადემიურ პერსონალთან, ინდუსტრიასა და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად სწავლობენ და იკვლევენ ხელოვნურ ინტელექტს, ქმნიან მასზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, ხოლო მათი მიღწევები ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციების სფეროში თვალსაჩინოა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ძირითადი მიმართულებები

ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება, ღრმა სწავლება, მონაცემთა მეცნიერება, რობოტიკა, კომპიუტერული ხედვა, ბუნებრივი ენის დამუშავება და მომიჯნავე ტექნოლოგიები.

მიზნები

ჩვენი საქმიანობა

წევრობა

კლუბში წევრობა ნებაყოფლობითია და ღიაა სტუ-ის ყველა სტუდენტისთვის. გასაწევრიანებლად წარადგინეთ წევრობის განაცხადი წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. როგორც კლუბის წევრს, შეგიძლიათ:

ეთიკა და აკადემიური კეთილსინდისიერება

კლუბი და მისი წევრები იცავენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსს. კლუბის პროექტები ეფუძნება აკადემიური კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობის, პასუხისმგებლობის, მონაცემთა დაცვისა და ინტელექტუალური საკუთრების პატივისცემის პრინციპებს. დაუშვებელია დისკრიმინაცია, შევიწროება, პლაგიატი, პერსონალური მონაცემების არამართლზომიერი გამოყენება, აგრეთვე ხელოვნური ინტელექტის ისეთი სისტემების შექმნა ან გამოყენება, რომლებიც არღვევს კანონს ან უნივერსიტეტის წესებს, ან მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების აშკარა რისკს ქმნის.

მართვა

კლუბის საქმიანობის ძირითადი მარეგულირებელი დოკუმენტია კლუბის დებულება.