სტუ

საინჟინრო ფიზიკის ლაბორატორია

საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტში არსებული ლაბორატორიული ბაზა პირობითად შეიძლება გავყოთ 2 ნაწილად: ლაბორატორიები,  რომლებიც ემსახურებიან დეპარტამენტში არსებულ 4 პროგრამას - საბაკალავრო პროგრამა ,,საინჟინრო ფიზიკა“, სამაგისტრო პროგრამები ,,საინჟინრო ფიზიკა და სამედიცინო ფიზიკა“ და სადოქტორო პროგრამა ,, საინჟინრო ფიზიკა“.  ლაბორატორიები, რომლებიც ემსახურებიან ზოგადი ფიზიკის სწავლებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ყველა საინჟინრო სპეციალობებისათვის.

ისევე როგორც ნებისმიერი სასწავლო-საკვლევი ლაბორატორია დეპარტამენტში არსებული ლაბორატორიები და ამ ლაბორატორიებში არსებული სამუშაოები განკუთვნილია განვლილი თეორიული მასალის უკეთ ათვისებასა და ფიზიკის საკითხებში უფრო ღრმად გარკვევაში.

 ზოგადი ფიზიკის ლაბორატორიები მოიცავს ფიზიკის ყველა მიმართულებას - მექანიკა, მოლეკულური ფიზიკა, ელექტროსტატიკა, მუდმივი და ცვლადი ელექტრული დენი, მაგნეტიზმი, ოპტიკა, ატომისა და ატომბირთვის ფიზიკა. ლაბორატორიული სამუშაოები ტარდება რეალური, რეალურ-ვირტუალური და ვირტუალური ფორმით.


ლაბორატორიის დასახელება

ლაბორატორიის ნომერი

1

ოპტოელექტრონიკისა  და ინტეგრალური ოპტიკის ლაბორატორია

221

2

ლითონებისა და შენადნების კვლევის ფიზიკური მეთოდების ლაბორატორია

228

3

ელექტრონული ტექნიკის მასალების ტექნოლოგიის ლაბორატორია

230

4

მყარსხეულოვანი ელექტრონიკის ლაბორატორია

232

5

კრისტალოგრაფიის და სტრუქტურული კვლევების დიფრაქციული მეთოდების ლაბორატორია

320

6

რადიაციული უსაფრთხოების ფიზიკური საფუძვლების ლაბორატორია

322

7

კრიმინალისტიკურ-ტექნიკური ექსპერიმენტების იმიტაციური მოდელირების ლაბორატორია

საკვლევი ობიექტების იდენტიფიკაციის ფიზიკურ-მათემატიკური მოდელირების ლაბორატორია

224

8

ნახევარგამტარებისა და დიელექტრიკების ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია

102 ბ

9

ზოგადი ფიზიკის სასწავლო ლაბორატორია

324, 328, 330, 332, 201, 202, 204, 210