სტუ

სტუ-ის პროფესორმა საერთაშორისო კონფერენციაში - „კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის პრობლემები - PCI 2023“, მიიღო მონაწილეობა

სტუ-ის პროფესორმა საერთაშორისო კონფერენციაში - „კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის პრობლემები - PCI 2023“, მიიღო მონაწილეობა
19/10/2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორმა ზაზა ცირამუამ საერთაშორისო კონფერენციაში - „კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის პრობლემები (PCI 2023) “, მიიღო მონაწილეობა.

კონფერენცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა და მასში მსოფლიოს 313 ქვეყნის უნივერსიტეტების აკადემიურმა პერსონალმა მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციაზე, „ინტელექტუალური სისტემების“ სექციაში, პირველ მომხსენებლად დამსწრე საზოგადოების წინაშე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროფესორი ზაზა ცირამუა წარსდგა.

ზაზა ცირამუას განცხადებით, მოხსენებამ- „პროგნოზირების ჰიბრიდული მეთოდი ექსპერტებისა და სისტემების გამოყენებით“, დიდ ინტერესი გამოიწვია და საერთაშორისო კონფერენციის PCI 2023-ის  ორგანიზატორების მიერ  სექციის სამ საუკეთესო მოხსენებათა შორის დასახელდა.

„მოხსენების ავტორები ჩემთან ერთად არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები -  ზურაბ გასიტაშვილი, მერაბ ფხოველიშვილი, ასევე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნათელა არჩვაძე და  აზერბაიჯანელი მეცნიერი ვუგარ ალიევი. მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. განხილული იქნა პროგნოზირების ჰიბრიდული მოდელი, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში თავდაპირველად განიხილავს პროგნოზირების „აუცილებელ“ და „საკმარის“ მოდელებს, შემდეგ ხდება მოდელების  საუკეთესო წყვილებისა ან სამეულების არჩევა, ექსპერტების ჩართულობით. პროგნოზის შედეგი კი არის ექსპერტისა და მოდელის პროგნოზების თანაკვეთის საუკეთესო წყვილი. წარმოდგენილი ალგორითმების საილუსტრაციოდ განხილული იქნა კონკრეტული მაგალითი“- განაცხადა პროფესორმა ზაზა ცირამუამ.

კონფერენციაზე წარდგენილი თემები უკვე დაიბეჭდა პრეპრინტებში, შემდეგ ეტაპზე კი ნაშრომებს მიენიჭება DOI. ასევე, ნაშრომს დაბეჭდავს გამოცემა „ შპიგელი“ და განთავსდება Web of Sciences-ს მონაცემთა ბაზაში. მოხსენება რეკომენდირებულია გამოქვეყნებისთვის 4 მაღალ რეიტინგულ ჟურნალში, როგორიცაა „წმინდა და გამოყენებითი მათემატიკის ჟურნალი (TWMS)“, გამოყენებითი და გამოთვლითი მათემატიკა, ინფორმატიკისა და მართვის პრობლემები, მაღალი სიხშირის საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ჟურნალი (Blue Martin Press, აშშ).  

                                               


სიახლეებში დაბრუნება