ჩვენს შესახებ
ბიზნესის და სამართლის ინსტიტუტი შეიქმნა 2018 წლის 14 თებერვალს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს ერთობლივი დადგენილებით.
ინსტიტუტი წარმოადგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისა და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტრუქტურაში მყოფ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს, რომლის მიზანია ბიზნესის და სამართლის სფეროში აქტუალურ პრობლემათა იდენტიფიცირება და სამეცნიერო-კვლევით პროექტებზე მუშაობა, თემატური ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერნეციების ორგანიზებაში მონაწილეობა.
ბიზნესის და სამართლის ინსტიტუტის მისია: ინსტიტუტის კომპეტენციების ფარგლებში თანამშრომლობა სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ხელშეკრულების ან/და მემორანდუმის გაფორმება ერთობილი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შედგენისა და განხორციელების მიზნით საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებო და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებთან. საექსპერტო და საკონსულტაციო საქმიანობა.
მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
მისამართი: ოთახი 712 ა, VI სასწავლო კორპუსი
ტელეფონი: 2 77 11 11 (7519);
ელ ფოსტა: a.abralava@gtu.ge