სტუ
22/10/2026

ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტთა საყურადღებოდ!

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეების - ნიკო ნიკოლაძის, აკაკი ხოშტარიას და დავით სარაჯიშვილის სახელობის საფაკულტეტო სტიპენდიების მოსაპოვებლად!

სახელობითი სტიპენდია (თვეში 200 ლარი, 5 თვის განმავლობაში) შეიძლება მოიპოვოს ბაკალავრიატის საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტმა, რომელსაც:

  • 2025-2026 წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის შედეგების მიხედვით ყველა სასწავლო კურსში აქვს A შეფასება;
  • მონაწილეობა აქვს მიღებული სამეცნიერო კონფერენციაში/ებში ან გამოქვეყნებული აქვს სტატია/ები სამეცნიერო ჟურნალში;
  • ერთნაირი მონაცემების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სტუდენტს, რომელიც აქტიურად არის ჩართული უნივერსიტეტის/ფაკულტეტის სტუდენტურ ცხოვრებაში (სპორტულ, კულტურულ, შემცნებით ღონისძიებებში).
განცხადება დეკანის სახელზე (ასევე მოთხოვნილი დოკუმენტაცია) წარადგინეთ 711ა ოთახში, 30 ოქტომბრამდე).