ქალბატონო რუსუდან,
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს, პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტებისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად და დიდი პატივისცემით გილოცავთ დაბადების დღეს!
თქვენი მრავალწლიანი, ნაყოფიერი და თავდადებული მოღვაწეობა ჩვენს უნივერსიტეტში საყოველთაო აღიარებითა და დამსახურებული პატივისცემით სარგებლობს. განსაკუთრებულია თქვენი წვლილი ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების დანერგვასა და მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი კადრების აღზრდის საქმეში.
თქვენი მაღალი პროფესიონალიზმი, გამორჩეული ლიდერული თვისებები, კოლეგიალობა და საქმისადმი ერთგულება სამაგალითოა როგორც თითოეული ჩვენთაგანისთვის, ასევე სტუდენტებისთვის.
გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მუდამ თან გდევდეთ ის უდიდესი პატივისცემა და სიყვარული, რომელიც თქვენი პროფესიონალიზმით, კეთილშობილებით, ადამიანურობითა და მრავალწლიანი ღირსეული მოღვაწეობით დაიმსახურეთ”.
- აკადემიკოსი დავით გურგენიძე