საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივით და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, უნივერიტეტში სტუმრად მყოფი გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენის უნივერსიტეტის „ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის“ სტუდენტები მენტორ პროფესორთან და ადგილობრივ სტუდენტებთან ერთად უნივერსიტეტის პარტნიორ კომპანია „ბარამბოს“ ესტუმრნენ.
ვიზიტის მიზანი იყო სტუმრებს ადგილზე ენახათ თუ როგორ მზადდება ქართული პროდუქცია და როგორ მიმდინარეობს წარმოების პროცესი, რათა წარმოდგენა შექმნოდათ ჩვენი ქვეყნის ბიზნესორგანიზაციების შესახებ.
„16 გერმანელი სტუდენტი და მათი მენტორი პროფესორი, ტექნიკურ უნივერსიტეტში იმყოფებოდენენ სამეცნიერო კომფერენცია „ხელისუფლება და საზოგადოება“-ის მე-19 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. მსგავსი სამეცნიერო კომფერენციების დროს ჩვენი მიზანია კომფერენციები იყოს ინტერდისციპლინური, რითაც ხელს შეუწყობს ჩვენი სტუდენტების და პროფესორ მასწავლებელების დაახლოებას ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - აცხადებს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნატო ქათამაძემ გერმანელი სტუდენტების კომპანიაში სტუმრობა შეაფასა.