სტუ
17/09/2025

“ხელისუფლება და საზოგადოება – 2025“ - საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სტუ-ში

“ხელისუფლება და საზოგადოება – 2025“ - ამ სახელწოდებით 13-14 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის VI კორპუსში, XIX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება.

კონფერენციის ორგანიზატორები სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის; ღია დიპლომატიის ასოციაცია და სამეცნიერო ჟურნალი „ხელისუფლება და საზოგადოება (ისტორია, თეორია პრაქტიკა) არიან.
ღონისძიების მუშაობა ქართულ და ინგლისურ ენაზე წარიმართება.

კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე.