სტუ
17/07/2025

ძვირფასო კურსდამთავრებულებო!

გაცნობებთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის 2024–2025 სასწავლო წლის გამოსაშვები ცერემონიალი დაგეგმილია 2025 წლის შემოდგომისთვის.

ჩვენთვის თითოეული თქვენგანი მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელია. ვაფასებთ იმ შრომას, მონდომებასა და გზას, რომელიც უნივერსიტეტში გაიარეთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვზრუნავთ, რომ ცერემონიალი იყოს მაღალი აკადემიური სტანდარტებით ორგანიზებული, დაუვიწყარი და ღირსეული.

ღონისძიების ზუსტ თარიღსა და დეტალებს გაცნობებთ მოგვიანებით.

„გმადლობთ და ვიმედოვნებთ, რომ მომავალ სწავლების საფეხურზეც ისევ ჩვენს შორის გიხილავთ - ახალი წარმატებებისა და მიზნებისკენ სავალ გზაზე.

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი