მობილობის ანგარიში
სტუ-ს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მზევინარ ნოზაძე ERASMUS+ გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯში (The University College of Enterprise and Administration in Lublin) 08.06.2025-დან 14.06.2025-მდე საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში.
ასოცირებული პროფესორის მზევინარ ნოზაძის მობილობა Erassmus+ პროექტის ფარგლებში მიზნად ისახავდა უცხოელი კოლეგებისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაცნობას, წინასწარ შეთანხმებულ თემატიკაზე ლექციების ჩატარებას. კვირეულის ფარგლებში განხორციელდა მონაწილეების მიერ ერთმანეთისთვის ცოდნის და გამოცდილების გაზიარება და მომავალი ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივების დასახვა.