სტუ
11/06/2025

შტეფან ლანგი და გოტჰარდ შტაინერი სტუმრად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

5-6 ივნისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გერმანიის ქალაქ მიუნხენიდან სტუმრად იმყოფებოდნენ „გერმანულ-ქართული იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე დოქტორი შტეფენ ლანგი და „ბერდელეს მეცნიერების, კულტურისა და ტექნოლოგიების ფონდის“ თავმჯდომარე, გოტჰარდ შტაინერი. სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“. 

კონფერენციის სექციების მუშაობის დასრულების შემდგომ, გოტჰარდ შტაინერმა ლექცია წაიკითხა თემაზე: „უძრავი ქონების ბაზრის განვითარების ტენდენციები გერმანიაში კორონავირუსის პანდემიის შემდგომ პერიოდში“. დოქტორმა შტაინერმა აღნიშნა, რომ საკუთრებაში სახლის ფლობა ფუფუნების საგნად ითვლება და ამიტომ ბევრი ადამიანი იძულებულია იქირაოს საცხოვრებელი ბინა (განსაკუთრებით ახალგაზრდები). დოქტორმა შტაინერმა სტუდენტებს მიაწოდა აქტუალური და საინტერესო ინფორმაცია უძრავი ქონების ბაზრის შესახებ. 

ლექციაზე დოქტ.შტაინერმა ისაუბრა გერმანიაში საბინაო ბაზარზე არსებული გამოწვევების შესახებ. მან აღნიშნა, რომ საფრანგეთი და გერმანია ევროპაში ყველაზე მსხვილი საბინაო ბაზრებია. ისინი გამორჩეულები არიან რაოდენობრივი თვალსაზრისით, თუმცა, კორონავირუსმა ბევრი ცვლილება გამოიწვია როგორც საცხოვრებელი ფართის, ასევე, კომერციული უძრავი ქონების ბაზრებზე. 

ასევე, შტეფან ლანგმა წაიკითხა ლექცია თემაზე „გერმანიის და საქართველოს ეკონომიკურ-სამართლებრივი სივრცე“. 
აღნიშნულ ლექციებს ესწრებოდნენ სტუ-ის „ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის“ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები და პროფესორ–მასწავლებლები.  ლექციებმა სტუდენტების დიდი მოწონება დაიმსახურა. 

შეხვედრის დასასრულს, დოქტორმა ლანგმა და შტაინერმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს, რის შედეგადაც დისკუსია საინტერესოდ წარიმართა.